ცოტა ხნის წინ Banksy-მ თავის ინსტაგრამგვერდზე უკრაინაში ვიზიტის და სამუშაო პროცესის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი უკრაინული სიმღერა “Червона рута” გასდევს. უკრაინაში Banksy-ის ნამუშევრები ომით განადგურებულ შენობებზე კიევში, იპრინში, ჰოსტომელსა და ჰორენკაში გამოჩნდა.
გრაფიტის ეს სერია მეტწილად უკრაინელების ყოველდღიურობას გადმოსცემს, რომელიც კონტრასტულადაა შეთავსებული ომით განადგურებულ შენობებთან.
Banksy მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიტი არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. ხელოვანის შემოქმედება ხშირად მძაფრად პოლიტიკურია და ძირითადად სიღარიბის, ბუნების დაბინძურების და ომის წინააღმდეგ არის მიმართული.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი