ახლა როცა ყველა სახლში ვართ და შეგვიძლია საკუთარ თავზე ზრუნვას იმაზე მეტი დრო დავუთმოთ, ვიდრე ოდესმე, საშუალება გვაქვს, რომ ჩვენი ერთფეროვანი დღის ერთი საათი სხეულის მოვლის მარტივი რუტინით გავიხალისოთ. ეს მართლაც მარტივი და, ამავდროულად, სასიამოვნო პროცესი, რომელსაც თან ჩვენი კანის გაუმჯობესებული იერი, კიდევ უფრო ჯანსაღი შესახედაობა და ეფექტური შედეგი ახლავს, კომპანია The Body Shop-ის რეკომენდაციის მიხედვით, სულ რაღაც ოთხი საფეხურიგან შედგება. ასე რომ, ვისაც ნამდვილად გსურთ, რომ თავისუფალი დროის ნაწილი საკუთარი სხეულის გაუმჯობესებას მოახმაროთ, ბოდიშოპის პროდუქტებით ტანის მოვლის რუტინა საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარულის სრულიად ახალ საფეხურზე გადაგიყვანთ.
ეს საფეხური კი, რა თქმა უნდა, მარტივი ექსფოლიაციით, ანუ ტანის სკრაბით იწყება. იმისთვის, რომ კანიდან მკვდარი უჯრედები მოვიშოროთ და მას ერთგვაროვანი, გლუვი იერი მივანიჭოთ, აუცილებელია კვირაში მინიმუმ ორჯერ სხეული ამქერცლავი სკრაბით დავიმუშაოთ. რადგან ბოდიშოპში კარგად იციან, რომ კანის წმენდა და დატენიანება ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის საკმარისი, კომპანია სკრაბების ფართო არჩევანს გვთავაზობს. შიის, ქოქოსის, ვარდის, არგანის, ნუშის რძისა და თაფლის, მწვანე ჩაისა და ზეთისხილის სკრაბები, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული სხეულის ამქერცლავი საშუალებების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია "ბოდიშოპი" თავის მომხმარებლებს სთავაზობს.
მას შემდეგ, რაც კანს სკრაბით დაიმუშავებთ, მისი გრანულების და მასთან ერთად მკვდარი უჯრედების ეფექტურად მოსაშორებლად გირჩევთ შხაპ-გელი გამოიყენოთ, რომელსაც ბოდიშოპი თავისი მრავალფეროვანი არჩევანიდან, თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისს შემოგთავაზებთ. თუკი, მაგალითად, თქვენი სხეულის კანი მშრალი და მგრძნობიარეა, გირჩევთ ბოდიშოპის შხაპგელებიდან არჩევანი ნუშის რძისა და თაფლის ხაზზე შეაჩეროთ. ეს ნატურალური ინგრედიენტები, რომლებსაც კომპანია ესპანური და ეთიოპიური თემებიდან იღებს, თქვენს კანს თან სირბილესაც მიანიჭებს და თან სხეულის მოვლის მომდევნო საფეხურისთვისაც საფუძვლიანად მოამზადებს.
სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოშორების შემდეგ, თქვენი კანი ყველაზე მთავარი საფეხურისთვის - დატენიანებისთვის უკვე მზად არის. ამ ეტაპის შესასრულებლად The Body Shop დამატენიანებლის სახეობების მრავალფეროვან არჩევანს: სხეულის კარაქებს, იოგურტებსა და კრემებს გვთავაზობს. მათ შორის განსხვავება არა მხოლოდ დამატენიანებლების კონსისტენციაში, არამედ თავად მათ ფუნქციებშიცაა. ითვლება, რომ The Body Shop-ის ძალიან ცნობილი სხეულის კარაქის ხაზი უფრო ინტენსიურ დამატენიანებელს წარმოადგენს, რომლის ტექსტურა იოგურტის ან კრემის ტექსტურისგან განსხვავებით ოდნავ სქელია. ბოდიშოპი გვირჩევს, რომ თუკი მათი სხულის კარაქი აქამდე არასდროს გამოგვიყენებია, კლასიკური მანგოს ან ქოქოსის ტანის კარაქებით დავიწყოთ, რომლებიც ჩვენს კანს 24-საათიან ტენიანობას მიანიჭებს. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი კანი ზედმეტად მშრალია, აუცილებლად გამოიყენეთ ველური არგანის ზეთის ტანის კარაქი, რომელიც ამ პრობლემისგან სამუდამოდ გაგათავისუფლებთ. თუკი თქვენი კანი არც იმდენად მშრალია, რომ კარაქის სახით ინტენსიური დამატენიანებელი სჭირდებოდეს, გირჩევთ მის ნაცვლად ტანის იოგურტი გამოიყენოთ, რომლებიც ნუშის რძისა და თაფლის, გრეიპფრუტის, მარწყვის, მანგოსა და ვარდის ხაზებიდან შეგიძლიათ აარჩიოთ.
იოგურტზე კიდევ უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვს ტანის კრემებს და ლოსიონებს, რომლებსაც ბოდიშოპი ამავე, უკვე კარგად ცნობილი ინგრედიენტებით გვთავაზობს, თუკი სწორედ ასეთ თხელ კონსისტენციას ანიჭებთ უპირატესობას, გირჩევთ, რომ თავისი ანტიოქსიდანტური თვისებით გამორჩეული E ვიტამინის ტანის ლონიონი თქვენი სხეულის მოვლის რუტინაში აუცილებლად ჩართოთ.
ტანის მოვლის ძირითადი რუტინა სწორედ აქ, სხეულის დატენიანებით სრულდება. თუმცა კანის უფრო მეტი სიჯანსაღისთვის The Body shop ე.წ. ბონუს საფეხურს - ტანის მკვებავს გვთავაზობს. ამისათვის კი სხვადასხვა არომატისა და შემადგენლობის სხეულის ზეთებისა და მათი განსაკუთრებული ხაზის, Spa Of The World-ის მცირე რაოდენობით მოხმარებაც კი საკმარისია.
დაბოლოს, სხეულის მოვლის რუტინასთან ერთად თუ მის გარეშე, არც ერთ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ხელის ხშირი დაბანა და მისი დატენიანებაც, მით უფრო, როცა The Body Shop ხელისთვისაც არაერთ დასაბან და დამატენიანებელ საშუალებას გვთავაზობს.
დაწერე კომენტარი