ლეგენდარულმა დიზაინერმა ალესანდრო მიკელემ Gucci 23 ნოემბერს ოფიციალურად დატოვა. თავის ინსტაგრამის პოსტში მიკელე წერს, რომ ადრე თუ გვიან ყველას გზა შეიძლება გაიყოს და ის კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს. მიუხედავად ამისა, ხელოვანი ამბობს, რომ Gucci დიდი ხნის მანძილზე მისი სახლი იყო. 

ალესანდრო მიკელე Gucci-ში  20 წელი მუშაობდა. 7 წლის მანძილზე კი მისი კრეატიული დირექტორი იყო. ამ პერიოდში მან კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რის შედეგადაც ბრენდმა 2021 წელს 21 მილიარდამდე ევრო გამოიმუშავა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ალესანდრო მიკელეს ადგილს Gucci-ში. სავარაუდოდ, სიახლეებს ახლო მომავალში გავიგებთ, რადგან ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება იანვარში იგეგმება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

 

ფოტო: Miguel Medina/AFP