Marriage Story-ის მსგავსად, ბაუმბაქის ახალი ფილმი - White Noise მეტწილად ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. განსხვავება ისაა, რომ ოჯახური პრობლემების გარდა წყვილი ბავშვებთან ერთად ეკოლოგიურ კატასტროფას გაურბის. 

ადამ დრაივერი და გრეტა გერვიგი ცოლ-ქმრის, ჯეკ გოლდენის და ბაბეტის როლს ასრულებენ. ფილმში ასევე თამაშობენ: ანდრე ბენჯამინი, დონ  ჩიდლი და ჯოდი ტერნერ-სმიტი.

 

 

White Noise-ის პირველი ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა და კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. ბაუმბაქის ფილმები ძირითადად ძალიან მიწიერ საკითხებს ეხება - სიყვარულს, ოჯახურ პრობლემებს და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ამ თემებს White Noise-შიც ვიხილავთ. განსხვავებაა ისაა, რომ ოჯახის ისტორია აფეთქებული მატარებლების, სწრაფმავალი მანქანების და CGI ეფექტების ფონზე განვითარდება. გერვიგის თქმით, ფილმის შინაარსი ერთი შეხედვით “დაბოლილი თინეიჯერის” იდეას ჰგავს, თუმცა საბოლოო შედეგით ბაუმბაქი და გერვიგი კმაყოფილი არიან. 

ბაუმბაქის White Noise 25 ნოემბერს რამდენიმე კინოთეატრში გავა, ხოლო Netflix-ზე ჩვენება 30 დეკემბრიდან დაიწყება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე