ქართველმა ხელოვანმა შალვა ნიკვაშვილმა ვენის თეატრში, Burgtheater-ში დადგმულ Angels in America-სთვის კოსტიუმების დიზაინზე იმუშავა. სპექტაკლისთვის შექმნილი ნამუშევრები კონტრასტული ფერებით და დრამატულობით გამოირჩევა. თუმცა, პიესის კონტექსტში ქართველი ხელოვანის შექმნილი ტანსაცმელი დამატებით დატვირთვას იძენს. Angels in America ამერიკელი დრამატურგის, ტონი კუშნერის პიესაა, რომელიც სიმბოლიზმით და მეტაფორებით არის გაჯერებული. პიესის პერსონაჟები ხშირად ზებუნებრივი არსებები ან აჩრდილები არიან. ამასთანავე, კუშნერის ნამუშევარი 80-იანების ამერიკული ქვიარ მოძრაობის და აივ ეპიდემიის ერთგვარი კრიტიკული ანალიზია. ნიკვაშვილის შექმნილი კოსტიუმები კი პიესის სიმბოლიზმს და მაგიურ ბუნებას იდეალურად გადმოსცემს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე