24 ნოემბერს ბაია გალერეაში თუთუ კილაძის და გოიკა მუჩიაშვილის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა. პროექტი “კერამიკის ამბავი” დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს გაეცნოს ორი ხელოვანის კერამიკულ ნამუშევრებს.
თუთუ კილაძე დიდი ხანია კერამიკის და ფერწერის სინთეზზე მუშაობს. გამოფენაზე მისი 70-მდე მოხატული შამოტის ფილაა წარმოდგენილი. გოიკა მუჩიაშვილის დეკორატიული ფორმები კი კერამიკაზე მუშაობის არქაულ ტრადიციებს ეყრდნობა და უძველეს მეთოდს ახალ სიცოცხლეს სძენს.
თუთუ კილაძის და გოიკა მუჩიაშვილის პროექტი “კერამიკის ამბავი” 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი