Nikakoi ახალ ალბომს -  Stochastic Device-ს აქვეყნებს, რომელიც ერთ დღეში დაიწერა. მუსიკოსმა პროექტზე Non-existent anime movie მუშაობა 2022 წლის მარტში Flying Painter-თან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შექმნეს პერსონაჟის დიზაინი და სხვადასხვა კონცეპტ არტი ანიმესთვის, რომელიც არასდროს გამოვა. Stochastic Device სწორედ ამ პროექტისთვის დაიწერა. ნიკა მაჩაიძის თქმით, მუსიკასთან და Art book-თან ერთად მსმენელი საკუთარი სიუჟეტის შექმნას შეძლებს. 


Stochastic Device ხელმისაწვდომია ყველა მუსიკის სტრიმინგ პლატფორმაზე და Bandcamp-ზე.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე