ბრენდის ისტორიაში უკვე მეორედ Louis Vuitton-ის მოდის სახლი 2023 წლის Cruise კოლექციის ფარგლებში ხელოვან იაიოი კუსამასთან თანამშრომლობს. კოლაბორაცია, რომელიც პირველად ათი წლის წინ შედგა, ხელოვანისთვის დამახასიათებელი ხელწერით - კოპლებიანი პრინტებით შექმნილ ჩანთებსა და აქსესუარებს მოიცავდა. როგორც მოდის სახლი აანონსებს, კოლექცია, რომელიც საზოგადოებისთვის 2023 წლის იანვარში გახდება ხელმისაწვდომი, ვიზუალურად კვლავ გაიმეორებს კუსამას ხელწერას, თუმცა ამასთანავე ფართო სპექტრის ბევრი მნიშვნელოვანი თემის კვლევასაც მოიცავს.

სულ ცოტა ხნის წინ ბრენდმა საკუთარ სოციალურ ქსელებში თანამშრომლობის შესახებ პირველი ვიდეოები გამოაქვეყნა, Tokyo Tower-ის შენობის 3D ბილბორდებზე გამოსახული იაიოი კუსამას პორტრეტები და ტოკიოს სხვადასხვა პარკში განთავსებული არტ ინსტალაციები, როგორც ჩანს, იაიოი კუსამას უსასრულო სამყაროს კიდევ ერთხელ ახალი ფორმით გვაჩვენებს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: Louis Vuitton