La Nuit où Laurier Gaudreault - ასე ჰქვია ქსავიე დოლანის ახალ მინისერიალს, რომელშიც ახალგაზრდა რეჟისორი თავადაც თამაშობს. დოლანის ბოლო პროექტიდან 3 წელია გასული, რაც მისთვის უჩვეულო პაუზაა. 33 წლის რეჟისორს ამ დროისთვის უკვე 8 ფილმი აქვს გადაღებული, თუმცა La Nuit où Laurier Gaudreault, რომლის თრილერიც დოლანმა საკუთარ ინსტაგრამზე დადო, მისი პირველი სერიალი იქნება.
დოლანის თქმით, მას ყოველთვის უნდოდა თრილერის გადაღება, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამ ჟანრის ფილმების ყურება უყვარს. დოლანი იმასაც ამბობს, რომ სერიალისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, რომელიც დაძაბული ატმოსფეროს შექმნას და სეტ დიზაინს მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ ჰანს ციმერი ერთ-ერთი კომპოზიტორია, რომელიც დოლანის თრილერზე მუშაობდა.
ქსავიე დოლანის La Nuit où Laurier Gaudreault-ს მაყურებელი 2023 წლიდან ნახავს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი