ხანგრძლივი სპეკულაციის შემდეგ, Netflix-მა Harry and Meghan-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. დოკუმენტური მინისერიალი გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჰარის და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ცხოვრებაზეა.

Netflix-ის დოკუმენტური სერიალი მაყურებელს საშუალებას აძლევს “ყველაზე განხილვადი წყვილის” ცხოვრებაში შეიჭყიტოს. ჰარი და მეგანი კი ტრადიციული გულწრფელობით ისაუბრებენ იმაზე, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა სამეფო ოჯახში.

2021 წელს ოპრასთან ინტერვიუში ჰარიმ და მეგანმა ღიად ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე სამეფო ოჯახთან. ახალ დოკუმენტურში ამ უთანხმოებებზე, სავარაუდოდ, მეტს შევიტყობთ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე