“ცოცხალი წითელი პულსირებული მოძრაობით” - ასე აღწერს Pantone-ის აღმასრულებული დირექტორი ინსტიტუტის 2023 წლის ფერს - Viva Magenta-ს. Pantone ამერიკული კომპანიაა, რომელმაც ფერთა სკალა შეიმუშავა, რომელიც ყველა ფერს “კოდით” აღნიშნავს, რაც კომპანიებს და ადამიანებს კონკრეტული ფერის პოვნას უადვილებს. Pantone-ში მიიჩნევენ, რომ ყველა წელს თავისი ფერი აქვს. ამიტომ, 2023-შიც კომპანიამ “წლის ფერი” გამოაცხადა.
2023 წლის ფერი, Viva Magenta მართლაც უცნაურია, რადგან ის თითქოს ბუნებრივ ფერს არ ჰგავს. თუმცა, Pantone-ის Viva Magenta-ს შთაგონება ბუნებიდან მოდის, კერძოდ, წითლის ამ უცნაურ შეფერილობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ არქაული კულტურები ამ ფერის საღებავს კოშენილისგან (მოწითალო მწერი) ამზადებდნენ.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი