3 დეკემბერს ეგვიპტეში, გიზას პირამიდების ფონზე, Dior-ის მამაკაცის სამოსის 2023 წლის კოლექციის ჩვენება გაიმართა. Led ნათებით განათებული ეგვიპტური პირამიდების ფონზე მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა შემოდგომის კოლექცია წარადგინა, რომლის შთაგონება, როგორც თავადვე განმარტა, ეგვიპტის უძველესი ცივილიზაცია და ის იდეა იყო, თუ როგორ განსაზღვრავს კაცობრიობის ისტორია მომავალს.
ელეგანტურ ფუტურისტულ კოლექციაში, რომელიც სიმბოლურად 75 ლუქისგან შედგებოდა და მოდის სახლის 75-წლიან ისტორიაზე მიანიშნებდა, Dior-მა კვლავ ამ კულტურის შთაგონებით, უმეტესად ნეიტრალური თეთრი და ქვიშისფერი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ლოკაცია სიმბოლურად Dior-ის მოდის სახლის ადრეულ ისტორიასაც უკავშირდებოდა - 1947 წელს კრისტიან დიორის სადებიუტო კოლექციაში ერთ-ერთ კაბას სახელად “Cairo“ ერქვა, სწორედ კრისტიან დიორს დაუკავშირა კიმ ჯონსმა თავის კოლექციაში გამოყენებული კოსმოსის პრინტებიც, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ვარსკვლავებისა და ასტროლოგიისადმი სიყვარული ის მთავარი დეტალი იყო, რაც კრისტიან დიორს ეგვიპტურ ცივილიზაციასთან აკავშირებდა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი