Gucci-ის და ალესანდრო მიკელეს გზები ახლახან გაიყო, თუმცა ლეგენდარული ბრენდი Cosmogonie-ის კამპანიის ფარგლებში მიკელეს უკანასკნელ კოლექციას აქვეყნებს. დიზაინერის 2023 წლის კოლექცია იტალიაში, Castel del Monte-ში ჩატარებულ მოდის კვირეულზე ვიხილეთ.
2023 წლის Cosmogonie-ის კამპანიის ფოტოგრაფები მერ ალასი და მარკუს პიჟო იყვნენ, რომლებიც Gucci-ისთვის გაკეთებულ ნამუშევრებში სიურრეალისტურ სცენებს ხატავენ. ახალი კოლექციის ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელები ბაროკოს ეპოქის მხატვრობისთვის სახასიათო პოზებში, კოსმოსური პეიზაჟების წინ დგანან.
მიკელეს თქმით, ახალი კოლექცია უოლტერ ბენიამინის ფილოსოფიით არის შთაგონებული. დიზაინერი ამბობს, რომ ეს მოაზროვნე დროსა და სივრცეში დაშორებულ ელემენტებს ფერად აფეთქებად აერთიანებს. Gucci-ის ახალ ტანსაცმელზე ეს ნამდვილად აისახება, რადგან დიზაინი თითქოს ძველის და თანამედროვეს შერწყმაა, კლასიკური ფორმები კი ახალი თვალით არის დანახული.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Gucci
დაწერე კომენტარი