2006 წლის The Holiday კამერონ დიაზის, ჯეკ ბლექის, ქეით უინსლეტის და ჯუდ ლოს მონაწილეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშობაო რომანტიკული კომედიაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 17 წლის წინ გამოვიდა, როგორც ჩანს, 2023 წელს მეორე ნაწილის გადაღება იგეგმება.
The Sun-ის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, The Holiday-ის მეორე ნაწილის გადაღება მომდევნო წელს დაიწყება. ჯუდ ლო, კამერონ დიაზი, ქეით უინსლეტი და ჯეკ ბლექი კი ანონიმური წყაროს მიხედვით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან.
The Holiday ბრიტანელი და ამერიკელი ქალების ისტორიაზეა, რომლებმაც საშობაოდ სახლები გაცვალეს და სიყვარული იპოვეს. თავდაპირველი გამოშვებისას ფილმმა 200 მილიონი დოლარი დააგროვა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი