ალბათ დღევანდელ სამყაროში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რესურსი, ვიდრე დრო, რომელიც ხშირად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესაძლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელო დეტალებზე ისე გაგვეფლანგოს, რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწროთ. პარადოქსია, მაგრამ ხშირად ონლაინშოპინგი, რომელიც დროის დაზოგვის ერთ-ერთ გზად გვესახება, უამრავი ბიუროკრატიული დეტალის, გაუმართავი საძიებო სისტემის ან მიტანის სერვისის დაგვიანების გამო, შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს დროის დამზოგავი, პირიქით - ბევრ ჩვენგანს ალბათ არაერთხელ უნანია, რომ მაღაზიაში ადგილზე მისვლის ნაცვლად, ნივთი ონლაინ შეუძენია, რამაც საბოლოო ჯამში ბევრად მეტი დრო და ენერგია დაგვაკარგვინა. ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ონლაინშოპინგის ახალი პლატფორმის, Veli.Store-ის გამოჩენამ დაგვარწმუნა, რომ იშვიათი გამონაკლისები ამ სფეროშიც არსებობს, რომლებიც ადამიანებისთვის არათუ დროის დაზოგვით საყიდლების რუტინის გამოცდილებას ცვლის, არამედ თავიანთი კამპანიებით, მათ ყველაზე ძვირფასი რესურსის სწორად გამოყენების მოტივაციასაც აძლევს.

Veli.Store-ის სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურების შესახებ სოციალურ ქსელებში დღეს უკვე უამრავი კმაყოფილი ადამიანი ლაპარაკობს, კომპანიამ, რომლის მიზანიც თავიდანვე  მომხმარებელზე ზრუნვა და მათი დროის დაზოგვა იყო, სულ ახლახან ახალი კამპანია შემოგვთავაზა - „დახარჯე შენი დრო შენთვის“ - რომელშიც ბრენდის ეს ღირებულება არა  უბრალოდ მოწოდება, არამედ ვიზუალურად გამოხატული ნათელი სურათიცაა. ოდესმე გიფიქრიათ ჯამში რამდენ წუთს ან საათს შეადგენდა ის დრო, რომელსაც სასურველი ნივთების შოპინგისას დაზოგავდით და სანაცვლოდ ამ დაზოგილ დროს რა ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეს ან აქტივობას დაუთმობდით? Veli.Store-ის ახალი კამპანია სწორედ ამ დაზოგილი დროის პირდაპირი ილუსტრაციაა.

ამიერიდან ყოველი შენაძენის გაკეთებისას, Veli.Store-ის მონაცემთა ანალიტიკური გუნდის წევრების მიერ შექმნილი ტოკენები პირდაპირ დაგვითვლის იმ დროს, რომელიც Veli.Store-ზე შოპინგისას უამრავ კატეგორიაში სწორად გადანაწილებული ყველა ნივთის მარტივად პოვნით, მიტანის სწრაფი და მოქნილი სერვისითა თუ საცობების თავიდან არიდებით, ჯამში რამდენი წუთი დავზოგეთ.

“ველი” ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველა გადაწყვეტილება მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემთა ანალიტიკის გუნდმა, ექსპერიმენტის სახით, აღრიცხა თბილისში არსებული ყველა მაღაზია, გაითვალისწინა საცობები და საყიდლების შესაძენად მოსამზადებელი დრო და შექმნა ერთგვარი მექანიკა, რომლითაც მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით ზუსტად შეგვიძლია დავთვალოთ, რა დროს ზოგავს ის “ველიზე” შოპინგით”.  - მარიამ ცანავა, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი.

რაც ყველაზე მთავარია, ეს სტატისტიკა უბრალო მონაცემებად არ რჩება, გარდა იმისა, რომ კომპანია დაზოგილ დროს რიცხობრივად შემოგვთავაზებს, კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი იმ რჩევებსაც მიიღებს, თუ როგორ შეიძლება დავხარჯოთ ეს დრო, ისე რომ დღის განმავლობაში ბევრად მეტი ღირებული აქტივობაც მოვასწროთ და თან შოპინგიც კვლავ დღის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებად დარჩეს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი