16 დეკემბერს Factory Tbilisi-ში კოლაბორაციული პროექტი METAPHASE გაიმართება. პერფორმანსი 20:00 საათიდან 01:00-მდე გაგრძელდება, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები, როგორც ,,თეთრ ღამეს’’ ისე გვაცნობენ. გამოფენაზე ფოტო ინსტალაცია მარი ათონელს ეკუთვნის, ფერწერა კი - რომანოზს. პერფორმანსის ნაწილი იქნება ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც, რომელსაც ტეტე ნოისი და ტეცო გაუძღვებიან.
მარი ათონელისა და რომანოზის მიერაა შექმნილი ღონისძიების მთავარი ნამუშევარიც - 7-მეტრიანი სერიგრაფიული ინსტალაცია. სერიგრაფია არის ტექნოლოგია, რომელიც აბრეშუმით ბეჭდვას გულისხმობს და მისი სპეციფიკური სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, მეტად ექსპერიმენტულ მეთოდად ითვლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ პერფორმანსზე მოსულ სტუმრებს უშუალო ინტერაქციის შესაძლებლობაც ექნებათ მეტაფაზის, უჯრედის გაყოფის წინა ფაზის, პროცესთან, რომელიც ამ პროექტის მთავარ მამოძრავებელ იდეას წარმოადგენს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი