2022 წლის 6 დეკემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მართლმადიდებლური ეკლესია 22 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა. ნაგებობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაინგრა და მას მერე კალატრავა ქალაქის და ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ხელახლა აშენებაზე მუშაობდა. 

 

 

კალატრავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეკლესია ხალხისთვის თავშესაფარი იქნება და ქალაქის წარსულის გახსენების საშუალებას მისცემს. ეკლესიის გუმბათს 40 ფანჯარა და 40 სვეტი აქვს, თაღზე კი 20 სხვადასხვა წმინდანია გამოსახული. ჭერის ცენტრში იესო ქრისტეა, ხოლო მის ქვემოთ ღვთისმშობლის ხატია. ეკლესიის დიზაინი აია სოფიას ტაძრის ღვთისმშობლის ხატით არის შთაგონებული. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის არქიტექტურა თანამედროვედ გამოიყურება, ის დიდწილად ბიზანტიურ სტილს ეყრდნობა, ეს ეტყობა როგორც ეკლესიის საშენ მასალას, ისე ინტერიერს. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლობისთვის იგივე მარმარილო იყო გამოყენებული, რაც ათენის პანთეონში. ეკლესიის გუმბათი კი ქვის და შუშის კომბინაციითაა აგებული. საღამოს გუმბათი ჯვართან ერთად ინთება და გარემოს ანათებს. ეკლესიის ინტერიერი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაშრომებით არის შთაგონებული. ხატწერა კი საბერძნეთში მოღვაწე ქსენოფონტოსის ბერის მიერ არის შესრულებული. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე