12 დეკემბერს Le Bourget-ს აეროპორტში სიმონ პორტე ჟაკმუსის გაზაფხულის კოლექციის  -  Le Raphia-ის პრეზენტაცია გაიმართა. ფრანგული ბრენდის ახალი კოლექცია ფერადოვნებით გამოირჩეოდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დისკოს ფორმის ფართო ჩალის ქუდებმა და ქვიშისფერმა ბეწვის ტანსაცმელმა მიიპყრო. 

“იდეა ზაფხულის განწყობის შექმნა იყო და ცოტა საკუთარი თავების გამასხარავებაც გიგანტური ქუდებით”, -  განაცხადა ფრანგმა დიზაინერმა. 

Le Bourget-ში გამართულ შოუს პამელა ანდერსონი, ქრისტინ ქუინი, სოფი მარსო და ვინსენტ კასელიც ესწრებოდნენ. შოუს დასრულების შემდეგ კი ფარდა აიწია და მთელი პოდიუმი თივით დაიფარა.

ჟაკმუსის თქმით, 2023 წლის ეს კოლექცია დიდწილად აფრიკის ტროპიკული რეგიონებით იყო შთაგონებული, რასაც შოუს სახელიც - Le Raphia მოწმობს; Raffia აფრიკის ოკეანისპირა რეგიონებში გავრცელებული პალმის სახეობაა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე