Gucci-ის და Adidas-ის თანამშრომლობა გრძელდება.
Après-Ski კამპანიის ფარგლებში იტალიური ბრენდი ზამთრის კოლექციას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ქურთუკებს პასტელურ ფერებში, რკინის ვაგონეტებს, სპორტულ შარვლებს, ფეხსაცმელებს და არა მარტო.
Gucci-ის და Adidas-ის თანამშრომლობის შედეგი პირველად თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე ვიხილეთ. 10 თვის შემდეგ ორი ბრენდის ახალი კოლექცია Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ Gucci ლეგენდარულმა დიზაინერმა ალესანდრო მიკელემ ცოტა ხნის წინ დატოვა, კომპანია ინოვაციებს არ წყვეტს და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს Adidas-თან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი