პარიზში გამართულ Festival d’Automne-ზე ტილდა სვინტონი პიერ პაოლო პაზოლინის ფილმებისთვის შექმნილ ტანსაცმელში გამოჩნდა. Embodying Pasolini - ასე ჰქვია პერფორმანსს, რომელზეც მსახიობი დიზაინერ ოლივიე საილართან ერთად მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც დანილო დონატის კოსტიუმების ჩვენება გაიმართა.
პერფორმანსის ფარგლებში ოცდაათამდე კოსტიუმი იყო გამოყენებული, რომლებიც პაზოლინის ისეთ ფილმებში გვხვდება, როგორიცაა - Arabian Nights, Oedipus Rex, 120 Days of Sodom და არამხოლოდ. კოსტიუმები დიდი ხნის მანძილზე რომში, სხვადასხვა არქივებში ინახებოდა. მანამდე მხოლოდ რამდენიმე ასეთი ეგზემპლარი იყო გამოფენილი, ამ პერფორმანსის მიზანი კი პაზოლინის და დონატის თანამშრომლობით შექმნილი კოსტიუმების სრულად წარმოჩენაა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი