სახიობი, სატელევიზიო გადაცემების ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი და ჟურნალის რედაქტორი - ოლგა ბაბლუანის პროფესიული ბიოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალფეროვანი საქმიანობით გამოირჩევა. როგორც მსახიობი წლების განმავლობაში საფრანგეთსა და საქართველოში შექმნილ ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა: ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის გამარჯვებული ფილმი “13 ცამეტი”, “მემკვიდრეობა”, Keep Smiling, “ბრაკო”, “კრიმინალების არმია”, L'entente cordiale და “სიყვარული აქცენტით”. თავის დროზე ფრანგული მედიით მოხიბლულმა კი თავადაც, როგორც წამყვანმა და პროდიუსერმა, არაერთი საგანმანათლებლო მედიაპროექტი შექმნა, რომლებიც  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხზე ფოკუსირებით წარმატებით ავსებდა ქართულ მედიაში იმ სიცარიელეს, რომელიც მაღალი ხარისხის შემეცნებით გადაცემებს უნდა დასთმობოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ბოლო სატელევიზიო პროდუქტმა “რა დროს ძილია” თავისი ფორმით არსებობა შეწყვიტა, ოლგა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობას კვლავ აგრძელებს სრულიად განსხვავებული ფორმით, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში მის მიერ აქამდე განვლილ გზასთან ერთად გვიყვება.


 

მოგვიყევით თქვენი პირველი სატელევიზიო პროექტის, “მშვიდობით იარაღოს”  შესახებ, რომელიც ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული კონცეფციის ფორმატს გულისხმობდა, რა იყო გადაცემის მთავარი არსი და მიზანი, რისთვისაც ეს პროექტი იქმნებოდა?

განსხვავებული სოციალური სფეროს და პროფესიის ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთ სივრცეში, სახლის ტიპის სტუდიაში. ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი  სტუმარი იყო ის, ვინც  გავლენას ახდენდა  საზოგადოებაზე საკუთარი სტატუსით, დანარჩენები მაყურებლისთვის ძირითადად უცნობი ან ნაკლებად ცნობილი სახეები, განსხვავებული პროფესიის ადამიანები იყვნენ. მე როგორც წამყვანი, პირველ რიგში ვიღებდი მთავარ სტუმარს, ვთამაშობდით ნარდს, სპონტანური საუბრის რეჟიმში ვუსვამდი პიროვნების შეცნობისთვის მისაღებ კითხვებს. დანარჩენ სტუმრებს საშუალება ეძლეოდათ, ასევე წარმოეჩინათ საკუთარი პროფესიები და ყველას ერთად გვესაუბრა. სტუმრის მიხედვით მაყურებელი სხვადასხვა პროფესიის შინაარსს და  მის სოციალურ დატვირთვასაც ეცნობოდა, ასევე საინტერესო იყო ის, თუ როგორ წარმოაჩენდნენ ურთიერთობითა და საუბრით სტუდიაში მოწვეული სტუმრები  ერთმანეთსწამყვანზე საინტერესოდ სიტუაციას სტუმრები წარმოაჩენენ (გააჩნია ასევე სტუმრის ხასიათს). ჩემთვის, წამყვანისთვის პლუსი იყო აქაური ყოველდღიურობის არცოდნა, ადამიანების არ ცნობა  - ეს სპონტანურობას მატებდა განწყობას და შინაარსს. ეფექტი მეტი ჰქონდა ყველაფერს ერთად.  

 

ეს სპონტანური საუბრის რეჟიმი და  ქართული მედიისთვის უჩვეულო ექსპერიმენტული ფორმატი, გარდა იმისა, რომ მაყურებელს საკითხს მრავალფეროვანი პერსპექტივიდან აცნობდა, დამეთანხმებით ალბათ, რომ თქვენთვის, როგორც ავტორის და  წამყვანისათვის გარკვეულ რისკსაც შეიცავდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად იყო, ერთი მხრივ, სტუმარი და, მეორე მხრივ, მაყურებელი ამ ტიპის თავისუფალ დიალოგებში ჩასართავად?

 

რისკი  ყველაფრის ნაწილია, მე მესმის კარგად გაცნობიერებული რისკის. ყოველდღიურობის ნაწილია, და გადაცემის გაკეთება ბევრად ნაკლები რისკია, ვიდრე მაგალითად, მაშველის პროფესია (ეს მაგალითიც გამშვიდებს იმისთვის, რომ გმირობას არ ჩადიხარ შენი რისკით). ჩემთვის იყო საკმაოდ დიდი გამოცდილება. ვემზადებოდი  საკმაოდ გრძელი პერიოდი. გადაცემის კონცეფცია შინაარსობრივად სარისკო არ ყოფილა. პირიქით, ძალიან დადებითი მუხტის მატარებელი იყო - ყველა ერთად  საუბრობდა თავის პროფესიაზე (მემანქანე მაგალითად, მეხანძრე, პრემიერ-მინისტრი, მხატვარი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, მუსიკოსი…) ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარ შეხედულებებზე. ეს იყო ის დემოკრატიული საზოგადოებრივი გარემო ალბათ, რაც საქართველოში მინდოდა მენახა -  ერთიანი, აწყობილი ადამიანური საცხოვრებელი სისტემა. რისკი  იყო, პირველ რიგში, შრომატევადობის და დროის თვალსაზრისით. საქართველოში პირველად დავიწყე მუშაობა, ვიცნობდი ძალიან ცოტა ადამიანს, ვისთანაც საქმიანი თემაზე დალაპარაკება შემეძლო (2014 წლამდე არ ვაპირებდი მედიაში მუშაობას აქ). ყველა ადამიანს (პარტნიორს თუ მონაწილეს) პირადად ვხვდებოდი. შევქმენი გუნდი და შემდეგ პირველ არხზე გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით გადაცემა გავიდა ეთერში. სტუმრების მოძიება, კასტინგის მენეჯერთან ერთად ხდებოდა. კინოოპერატორი იყო მინდია ესაძე, პროდიუსერი ლანა ქუთათელაძე, მუსიკა ბექა გოჩიაშვილმა თავისებური კეთილგანწყობით გვაჩუქა. დიზაინი, სცენარი, მარკეტინგიკარგი პროფესიონალების ჯგუფი ჩამოყალიბდა. მაყურებელი ყოველთვის ელოდება სიახლეს. დღეს ტვ მედიები პოლიტიკური საომარი იარაღია, მაყურებლის  80% ინფორმაციას იღებს ტელევიზიიდან. პოლიტიკის მიღმა არ იქმნება მაყურებელზე, ახალგაზრდებზე გათვლილი გადაცემები (თამაშები, ახალი ნიჭიერი ახალგაზრდების კრეატიული ფორმატები…). თავისუფალი საუბარი ნებისმიერ თემაზე შესაძლებელი უნდა იყოს. სამწუხაროა ისიც, რომ მაყურებელი მედიაში საკუთარ პრიორიტეტებს ვერ ხედავს, ვერ ისმენსსაქართველოში ურთიერთობები  არათავისუფალი, დიალოგსა და საქმეზე ნაკლებად ორიენტირებულია. საინტერესო იყო სტუმრების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ - ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის, პროფესიის, მსოფლმხედველობის  და გაგების ადამიანის ერთობლივი დისკუსიების მოსმენა. დღეს ამის გაკეთება შეუძლებელია ფართო ეროვნული მასშტაბითაც კი, არაერთი სატელევიზიო გადაცემის ჭრილში. კურიოზისთვის ერთ შემთხვევას გავიხსენებ: დავპატიჟეთ  ქალი პედაგოგი ერთ-ერთ პოლიტიკოსთან ერთად. მას 30-წლიანი გამოცდილება ჰქონდა ბავშვებთან მუშაობის ,რაც საშუალებას აძლევდა დაენახვებინა ჩვენთვის პედაგოგების თანამედროვე საჭიროებები ახალ თაობებთან მიმართებაში. ეს თემა ყველა სტუმართან ერთად უნდა გაშლილიყო. ჩაწერამდე ამ ქალბატონმა, ასე ვთქვათ, კარგად გაართვა თავი შინაარსს, დაიწყო ჩაწერა და როგორც კი დაინახა პოლიტიკოსი, მიუჯდა გვერდით, დაივიწყა რისთვის იყო მოსული. კითხვას რომ ვსვამდი, მეუბნებოდა: “ერთი წუთით გენაცვალე, ვაწუხებდი და მაჩერებდა. შეხაროდამთავარ სტუმარს. ასეთი შემთხვევები რამდენჯერმე განმეორდა, გვიხდებოდა მონტაჟის დროს დარეგულირება და შინაარსის მაყურებლისთვის გამართვა, რომ თემა არ ჩაკარგულიყო, საუბარი აზრობრივად შემდგარიყო. სამაგიეროდ იყო შემთხვევები, როდესაც სტუდიაში გაცნობილმა ადამიანებმა ერთად განაგრძეს მუშაობა, გადაიკვეთნენ საქმიანად.


პოლიტიკა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ პოლარიზებულ გარემოს და პირადად თქვენთვის რამდენად ხშირად გამხდარა წინაღობა საქმის კეთების დროს

 

საქართველოში პოლიტიზებულია ყველაფერი და  პოლარიზებულია ყველა სფერო. დღევანდელი გარე პოლიტიკური ვითარების ფონზე, შიგნით ასეთი საშიში ფორმის გახლეჩილობა  არ  ყოფილა ქვეყანაში. როდესაც გადაცემას ვიწყებდით, სხვა ვითარება  იყო. შინ ევროპაში რომ გვინდა, მშვენიერია, მაგრამ რა გვინდა კონკრეტულად? ცოტა შორს ხომ არ არის ეს სანატრელი ”შინ”? საქართველო-ევროპის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულებარა პერსპექტივის ჭრილში არის გააზრებული, რა შინაარსის მატარებელია, როგორ ვაანალიზებთ ევროპას ჩვენს კულტურაში? საკუთარიშინისთვისგვიჭირს გაერთიანება, შიდა პრობლემების გადაჭრა და პერსპექტივების დაახლოება. ამ ოკუპირებულ, პოსტ (?) კოლონიალურ კავკასიაში. ამ ამბავზე ანტიევროპული რეალობის მაგალითი არ არსებობს. 


რა დროს ძილია”  -  თქვენი კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რა იყო პროექტის არსი და როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა გადაცემამ უკვე ამოწურა თავისი თავი სატელევიზიო სივრცეში, რამდენად ზუსტად განხორციელდა ის ჩანაფიქრი, რომელიც დასაწყისში გქონდათ? 

 

5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაცემის ჟანრი იყო შემეცნებითი. ასე ვთქვათ,ჟურნალი”, სადაც საზოგადოების ინტერესზე მორგებულ საჭირო თემებს ვაშუქებდით. პროექტორის ქვეშ ვაყენებდით იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ ნაწილს წარმოადგენდა. ”რა დროს ძილია?!” - რა კეთდება ქვეყანაში. ეს იყო ამ პროექტის არსი. ნებისმიერი საკითხი, კომერციული თუ არა კომერციული თემა, მაყურებლის ინტერესზე უნდა ყოფილიყო მორგებული: მაგალითად, იურისტები საუბრობდნენ საკუთარ საქმიანობაზე და ასევე, საოჯახო დავების გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებებზე. ამით მაყურებელი იგებდა, სად და როგორ შეეძლოთ უფასო დახმარების მიღებასანამ ტელეკომპანია იმედზე შედგებოდა გადაცემა, მქონდა საუბარი სხვა კომერციულ ტელევიზიებთან და მიუხედავად დიდი სირთულეებისა, იმედის ტელევიზიასთან   მუშაობა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. 2016 წლის ბოლოს მიმდინარეობდა კომერციული ტელევიზიების გაერთიანება, ახალი  ჰოლდინგის შექმნა (ჯდს, მაესტრო, იმედი), რაც საინტერესოდ ისმინებოდა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო შიდა პროცესი. ქვეყანაში მალე,  საკმაოდ გაუთვლელად იცვლება მოვლენები, მხოლოდ საქმეზე ორიენტირება არის საუკეთესო გამოსავალი. ჩამოვფრინდებოდი საფრანგეთიდან და პირდაპირ დანიშნულების ადგილებზე მივდიოდიდავიწყეთ მაესტროზე გადაცემარა დროს ძილია”, 6 თვეში გადავედით იმედის არხზე იგივე ჰოლდინგში. სატელევიზიო პროდუქტი იქმნებოდა აუთსორსზე. ეს იყო არაჩვეულებრივი კრეატიული პერიოდი. ისევ დატვირთული სამუშაო რეჟიმი, მაგრამ ლაღი და საქმიანი გარემო. პირველ რიგში, ნიჭიერი და ძლიერი ქალების გუნდი შედგა. ეს შიდა მდგომარეობა სტუდიაში, ეკრანიდანაც იგრძნობოდა. სტუდიის დიზაინი, მარკეტინგი, თემატიკა... ყველაფერმა ერთად შესაბამისი რეიტინგული შედეგი გამოიღო, ყოველ კვირას ათასობით მაყურებელი გველოდა. ეს არის უდიდესი სიამოვნება გაჯერებული პასუხისმგებლობის დიდ შეგრძნებასთან ერთად. საკმარისია ჩაირთოს კამერა და აბსოლუტურად ყველაფერი სხვა სასცენო გარემოში გადაინაცვლებს. ადამიანების სიყვარულს ყოველდღე ყველგან ვგრძნობ, ძალიან სასიამოვნოა, როცა აფასებენ იმას, რასაც აკეთებ.  

მაწუხებს აღიარება, რომ  ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც, მაგრამ სიახლეების დროა. “რა დროს ძილია”, ჩემს პროფესიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მადლობელი ვარ თანადგომისთვის ზურა ნაყეურის, გოგა კალანდარიშვილის, მაკა ლომიძის... და ზოგადად, იმედის ხელმძღვანელობის ჩვენი ჯგუფის ყოველდღიური მხარდაჭერისთვისასევე, სილქროუდ ჯგუფის დამფუძნებელს გიორგი რამიშვილსმშვიდობით იარაღოსმხარდაჭერისთვის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს… 

 

რამდენად რთულია იყო ერთდროულად კრეატიული გადაცემების ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი, როგორ ანაწილებთ ამ როლებს?

საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ არანაირ სენტიმენტის და კომპრომისს ადგილი არ რჩება. პროექტის  ხელმძღვანელობა სწორ ურთიერთობის  ბალანსს წარმოადგენს, საქმეზე ორიენტაციიდან გამომდინარე. ამ დროს შენ ყველანაირ გამოწვევისთვის უნდა იყო მზად. მთავარია გქონდეს სწორი სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ რას ემსახურება შენი საქმიანობა, რა ღირებულებების მატარებელი ხარ და რაზე დგას შენი პიროვნული სიმყარე. როგორ ვანაწილებდი არ ვიცი. სწორი ადამიანების შერჩევა ძალიან დამეხმარა, მონაპოვარია ისიც, რომ დღეს ჩვენ მეგობრები ვართ.  

 

 

 

ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას წარმატებით გაართვით თავი, ამაში ხომ არ დაგეხმარათ ისიც, რომ თქვენი პროფესიული ბიოგრაფია მსახიობის კარიერით იწყება, რას ნიშნავს თქვენი ბიოგრაფიის ეს ნაწილი თქვენთვის?

 

ძალიან დამეხმარა. ეკრანი ერთგვარი სცენაა. ორმაგი დატვირთვაა, როცა ავტორი და პროდიუსერი ხარ პროექტის და ამავე დროს, წარმოადგენ გადაცემას როგორც წამყვანი. როლი გაქვს მორგებულიმე ვსწავლობდი  ცნობილ თეატრისა და დრამის სასწავლებელში  - Ecole Florent-ში. ეს  იყო ჩემთვის ახალი შესაძლებლობების დაბადების ადგილიც. მაშინ საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან წასული პირდაპირ თავისუფლების მსოფლიო ეპიცენტრში აღმოვჩნდიღირებულებების გადაფასება მოხდა - ადამიანის უფლებების დაცვაზე აგებულია ქვეყანა და გასაქანს არ გაძლევს, აუცილებლად უნდა იცავდე თამაშის საერთო წესებს, რაც შემდეგ ყოველდღიურად ცხოვრებისეულ ყოფაში გაზავდა. მხოლოდ მსახიობობა არ მინდოდა, პატარა სივრცეში ვიკეტებოდი. არ მიყვარს თეატრში თამაში. კარგი სპექტაკლების ნახვა, ხელოვნების ძალით რომ შეუძლია ემოციურად აღგაფრთოვანოს, ძალიან მავსებს. ვერ ვგრძნობ განსაკუთრებული თამაშის სურვილს, მსახიობობა  სათუთი პროფესიაა, რომელიც ეყრდნობა  ემოციას, საჭიროა გამუდმებული  ფერება, ტაში, ყურადღება. ჩემს შემთხვევაში, თვითონ უნდა ვიყო კრეატიულ პროცესში ჩართული, შინაარსი უნდა მიტაცებდეს, თავიდან ბოლომდე უნდა ვხედავდე, როგორ ვითარდება შემოქმედებითი პროცესი. გატაცებული ვიყავი ფრანგული მედიით, რომლის ესთეტიკამ და ხარისხმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, ვესწრებოდი მედიაგანვითარების ტრენინგებს, ვცდილობდი საინტერესო  კულტურულ მოვლენებს არ ჩამოვრჩენილიყავიჩემმა ძმამ სწორედ ამ პერიოდში შექმნა პროდაქშენი და დაიწყო ფილმებზე მუშაობა. ასე მივიღე მონაწილეობა “13 ცამეტში” - მადამ გოდინის როლს ვთამაშობდი. ეს იყო უძვირფასესი პერიოდი ჩემს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში.  

 

 

საფრანგეთი ახსენეთ, ზოგადად როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ამ კულტურას თქვენი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში?

როგორც ყველა სხვა კულტურაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩემში ევროპის ამ ქვეყანას დიდი ადგილი უჭირავს. თავისუფლების მასშტაბია დიდი, აზროვნებისთვის და აზრით შექმნილი თავისუფლება, განათლების ხარისხი და მორალური ღირებულებები გაძლევს შანსს იყო ის, ვინც ხარ, ყველანაირი გაგებით. ყოველდღიური ესთეტიკის ნაწილია ურთიერთობების ხარისხი, ვიზუალური სივრცე დაცულობის შეგრძნებით, სილაღით, პარიზი სულ გხიბლავს (აი პარიზია ქალი, ყველაფერს ხედავს და ყველაფერს გრძნობს დაუმალავად). ერთი ფრანგი  მსახიობის მონოლოგს გეტყვით: 

“მეორე ადამიანი, “სხვა” შენს მიღმა, არის საოცრება. სწორედ საოცრებაა და ამიტომ არ უნდა დავუშვათ, ”იმ სხვის”, სხვა ადამიანური სასწაულის დაკარგვა. მაგრამ, სხვასთან ერთად როგორ იქნები, თუ საკუთარ პიროვნებაში რაღაცები ჯერ კიდევ ვერ  გაგიგია, თუ შენ თავში არაფერი გაგირკვევია, სხვაში რას გაიგებ? სხვის მიმართ სიმპათია გვაქვს იქ, რის გამოც პატივს ვცემთ საკუთარ თავს. ნამდვილ სიმპათიაზეა საუბარი, არა სოციალურ ურთიერთობებზე აწყობილ სიმპათიაზე. სხვაში შენ გიყვარს ის, რაც შენში ცოტა  მაინც გადაგიწყვეტია, რომ შეგყვარებოდა. და თუ არაფერი იცი შენ შესახებ, არაფერი გესმის საკუთარი თავის, მაშინ იქნები ისეთი მერყევი და დაუცველი, რომ ყველა ადამიანს საკუთარი “მეს” შესაქმნელად გამოიყენებ და ვერასოდეს გაიცნობ სხვის საოცრებას” -  შესაბამისად, საკუთარ თავს. ამის გაგებას  გაჩვევს საფრანგეთი.    

საქართველო

 

ქართველობას და საქართველოს დიდი, მაგრამ უკვე შორეულ ფიქრებში და შეგრძნებებში დაკარგული, რაღაც მთავარი ნაწილი მომაკლდა და ვერ ჩაანაცვლა ბოლომდე ახალ გარემოში.... მე დავკარგე ფაქტობრივად სამშობლო 90-იანებში. ეს გარდამტეხი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ჩამოსული ვიყავი თბილისში 2006 წელს და  ვნახე, რომ თურმე ქვეყანა არსებობს,  რაც ჩვენმა თაობებმა და ერმა გაიარა, ყველაფერს სიტყვები დაედო.  2009 წელს რუსუდან ჭყონიას სცენარი keep smilling წავიკითხე, ქართულ ფრანგული კოპროდუქცია. არ ვიყავი საქართველოში. სცენარის შინაარსმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ელენეს როლი ავარჩიე - ეს იყო აფხაზეთიდან დევნილი ქალი, კოდორის ხეობიდან ფეხით რომ გადმოვიდა. აფხაზეთის ომის პერიოდის კადრები ყველას გვახსოვს. ამ პერსონაჟის ძალიან კარგად მესმოდა და თანავუგრძნობდი. საინტერესოდ კომპლექსური ჩანდა. ასე დაიწყო საქართველოსთან ჩემი პროფესიული კავშირი. ბედნიერებაა, რომ ჩემს შვილებს უყვართ აქ ყოფნა, ამაში წვლილი ნამდვილად მაქვს. 


მომავალში ხომ არ აპირებთ კინოში დაბრუნებას, არის რაიმე როლი, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდით?

არ ვიცი, დღეს ვერაფერს ვერ ვიტყვი. პრიორიტეტად ვერ ვხედავ, ინტუიციურად ალბათ კი, ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო ხდება.  ქართულ კინოში ახალი ტალღაც გამოჩნდა მრავალფეროვანი შინაარსით. ძალიან ინდივიდუალური სიუჟეტებით რამდენიმე ფილმიც გამოირჩევა. 

დღეს მსახიობია ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე. ჩვენი ცხოვრების ლაიტმოტივად ეროვნული მასშტაბის სერიალს ვესწრებით და გარკვეული ფორმებით ვმონაწილეობთ ყველა. სიუჟეტების მრავალფეროვნების ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს  ქართული კინემატოგრაფია, ტრაგიკომიკურ ჟანრში ნამდვილად არასოდეს გვქონია სირთულეები, ურყევად  ჩვენია. ქართული კინო/ლიტერატურა შიდა კულტურული ხასიათის ენამახვილობით, დრამატურგიული სიზუსტის თხრობითი ენით გადმოგვცემდა სათქმელს (ხშირად ცენზურის მიუხედავად).     


გარდა კინოროლებისა და გადაცემების ავტორობისა, ორი ბეჭდური გამოცემის - ჟურნალ თორმეტისა და ok-ის რედაქტორიც იყავით, როგორ გაუმკლავდით გამოწვევას თითოეულის შემთხვევაში?

 

OK-ის სიამოვნებით დავთანხმდი, მასკულტურის ნაწილია და ბრიტანული გამოცემაა. ასე ვთქვათ, ყვითელი პრესა. შინაარსი მთლიანად ცნობილი ადამიანების შესახებაა აგებული. გამოწვევა ძალიან საინტერესო, სოცკვლევასავით გამოცდილებაა. ამ დროს კარგად ჩანს,  კონკრეტულად როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც თავის გამოჩენა უნდათ. რატომ და როგორ  ეთამაშებიანსინათლეს”. ეს ცალკე სცენარის სიუჟეტია. პატარა ღარიბ ქვეყანაში, სადაც განათლების ხარისხი დაბალია, ვისარგებლეთ შემთხვევით და საჭირო რესპონდენტების სპექტრის წინ წამოწევაზე გავხდით ორიენტირებულიმწერლების, ფილოსოფოსების, ასევე პოლიტიკოსებიც...  რაც შეეხება 12-ს, საავტორო შინაარსის გამოცემა იყო, ექსკლუზიური ტირაჟით. ყოველთვიურად ჟურნალს ჰყავდამოწვეულირედაქტორი. სარედაქციო დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, ჟურნალის მთავარი სტუმარი შევარჩიე -  მწერალი რედერიკ ბეგბედერი. ინტერვიუ საფრანგეთში ჩავწერეთ, ჟურნალის პრეზენტაციისთვის  სტუმრობა საქართველოში დაიგეგმა. მიუხედავად გაუთვალისწინებელი დახვედრისა, რაც  მას აქ მოუწყვეს, სასიამოვნოა, რომ  ქართველ მკითხველს  პირველად მიეცა მასთან შეხვედრის საშუალება.   


განათლების მნიშვნელობაზე საუბრობთ, მოგვყევით თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ, რომელიც სწორედ განათლების, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს?

ქვეყანაში განათლების დონე ძალიან დაბალია, ხარიხიანი განათლება არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ამას უერთდება დასაქმების პრობლემაც. გასაკვირია, რომ ახალგაზრდების გადინება ხდება? ღარიბ, ოკუპირებულ ქვეყანაში განათლება  ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს - მარშლის გეგმაახლახან მწერალთა სახლში ჩავატარეთ  დისკუსია პროფესიონალური განათლების შესახებ. სპეციალისტები მონაწილეობდნენ როგორც სპიკერები. ვაკანსიების კვლევის მიხედვით და  საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, დღეს  ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, რომ დასაქმებული ადამიანების 80%  იყოს პროფესიული კვალიფიკაციის, 20% აკადემიური კვალიფიკაციის. რატომ არ არის ეს საკითხი ქვეყნის პრიორიტეტი? პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ საჭიროებას ვხედავ. რაიმე საკითხი არსებობს, რაც ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს და ყველა ვთანხმდებით? ის მთავარი ღირებულებითი ღერძი, რაც გვაერთიანებს  ყველას, როგორც ახალგაზრდა თაობაზე მზრუნველ ხალხს?  ჩემს ოჯახს ქართულ კულტურულ სფეროში  წვლილი აქვს ჩადებული, საქართველო ძალიან გვიყვარს. ის გვაფიქრებს, როგორც რიგით მოქალაქეებს.      

 

ვეცდებით კიდევ გავაგრძელოთ  შემეცნებითი ტიპის დისკუსიების  - კონკრეტულ თემებზე მორგებით


სამომავლო გეგმები...

 

ვმუშაობ ახალ საავტორო გადაცემაზე, რომელიც სავარაუდოდ სოციალური ქსელისთვის იქნება გათვლილი. 

ვაპირებ ვიყო მეტწილად საფრანგეთშიც...  ვწერ უკვე წლებია. ასევე ვგეგმავ სწავლას კომუნიკაციების მიმართულებით. არასოდეს არ დასრულდება ეს პროცესი, გამუდმებით მუშაობის სურვილი.

 

რის მჯერა…


ღმერთის არსებობის

სიყვარულის სასწაულმოქმედების 

შვილების 

შრომის ძალისხმევის 

ჩემი, ასე ვთქვათ, “თავის” 

ოჯახის 

 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი