იტალიის ქალაქ ნეაპოლში, Monte Sant’Angelo-ს მეტროს ამოსასვლელთან არქიტექტორ ანიშ კაპურის სკულპტურა აღიმართა, რომლის განთავსებაც ხელოვანს ჯერ კიდევ 20 წლის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. კაპურის თქმით, ინსტალაციის იდეაა სადგური მთლიანად გახდეს საჯარო ხელოვნების ნიმუში, რომლითაც ყველა სარგებლობს და არა უბრალოდ ადგილი, რომელიც დეკორაციითაა გაფორმებული. 

ნეაპოლის ახალი მეტროსადგურის შესასვლელი ძაბრის მსგავსი კონსტრუქციით არის შემოღობილი. კაპურისთვის “შიდა” და “გარე” სივრცეების კავშირი ყოველთვის საინტერესო იყო და ამ შემთხვევაშიც, მას სურდა ამ ორს შორის გარდამავლობის განცდა შეექმნა. ახალი სადგურის გახსნა ნეაპოლში 2008 წელს იგეგმებოდა, თუმცა 2023 წელს გაიხსნება.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Domus