უოლტ დისნეის 100 წლისთავთან დაკავშირებით Givenchy-იმ ამერიკულ სტუდიასთან თანამშრომლობით სპეციალური კოლექცია გამოუშვა. კოლაბორაციის ფარგლებში მთავარი ადგილი Disney-ის ერთ-ერთ უძველეს პერსონაჟს, იღბლიან კურდღელ ოსვალდს უჭირავს. ფრანგული ბრენდის კოლექცია ესთეტიკურადაც ანიმაციით არის შთაგონებული და “ამერიკულ განწყობას” ქურთუკებზე გამოსახული წარწერით - New York, Fun, Lucky ატარებს. 

ოსვალდისეული მოგზაურის სულისკვეთებაა ასახული კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ ანიმაციაში - იღბლიან კურდღელს სხვადასხვა ქალაქში ვხედავთ. ნახევრად ანიმაციურ ვიდეოში მოდელები კურდღელთან ერთად ცეკვავენ და ერთობიან.

 

Givenchy-ის და Disney-ის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია 16 დეკემბრიდან ჯერ მხოლოდ ჩინეთში, სინგაპურში და ტოკიოში, 30 დეკემბრიდან კი მთელ მსოფლიოში გაიყიდება.

 

ავტორი: ტატო ანთაძე