Veli.Store-მა, რომელიც საქართველოში ონლაინშოპინგის სრულიად ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს, სულ ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია - “დახარჯე შენი დრო შენთვის” წამოიწყო, რომელიც მომხმარებელს გარდა იმისა, რომ Veli.Store-ზე შოპინგისას დაზოგილ დროს უთვლის, ამასთანავე უზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ეს დრო ბევრად უფრო სასიკეთოდ, საკუთარი თავის განვითარებისთვის, კულინარიისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისა და თავის მოვლისთვის გამოიყენოს, მაგალითად ისე, როგორც ამას მაკა კვიციანი აკეთებს.

ჩემი დრო ჩემთვის...

სამი შვილის დედა ვარ და თავისუფალი დრო, როგორც წესი, არ მაქვს, თან საქმიანი ანტრეპრენერი ვარ, თან დიზაინერი, რომელიც დღის განმავლობაში ერთდროულად უამრავ საქმეს აკეთებს, ამიტომ, მე თვითონვე თუ არ გამოვყოფ, თავისუფალი დრო არ მაქვს ხოლმე. ჩემთვის თავისუფალი დრო ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაცას ვსწავლობ - ან შემეცნებით-ფსიქოლოგიურ წიგნს ვკითხულობ, ან ვვარჯიშობ, ან საკუთარი თავის განვითარებაზე ვმუშაობ, ამიტომ გამოდის, რომ ეს დრო ჩემთვის ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის დახარჯული შრომაა.

კულინარია, როგორც ჰობი...

კულინარია ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახში გავიზარდე, სადაც მუდმივად ბევრი სტუმარი გვყავდა, ბებიაჩემი ძალიან კარგად ამზადებდა და ეს ყველაფერი გენეტიკურად ჩემზეც გადმოვიდა. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვავითარებ ამ უნარს, ამიტომ ეს ყველაფერი მოგვიანებით მასტერშეფის სახით უფრო სერიოზულ ამბავში გადაიზარდა, ისეთ რაღაცებს შევეჭიდე, რაც აღმოჩნდა, რომ შევძელი და გამომივიდა. დღეს სამწუხაროდ, კულინარიისთვის დრო ნაკლებად მრჩება, ისე კი ორ კვირაში ერთხელ მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ მეგობრებისთვის სადილი მოვაწყო და ჩემი ნახელავი კერძებით გავუმასპინძლდე, ბოლოს, მაგალითად, ისევ და ისევ მეგობრების მოთხოვნით, ლაზანია და ერთ-ერთი სვანური კერძი გავაკეთე.

ჰობი, როგორც შთაგონება...

დღევანდელი საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ ჩვენი გონება სულ მუშაობს გაჯეტების და ზეაჩქარებული ცხოვრების ფონზე - გამოდის, რომ არასდროს არ ვისვენებთ. მსგავსი აქტივობების პოვნა, რაც ყოველდღიური რუტინიდან და საზრუნავებიდან გთიშავს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ასეთი საკუთარი თავის განვითარება, კულინარია და ჯანსაღი ცხოვრებაა, რომელიც მეხმარება, რომ ყოველდღიურ ყოფით საზრუნავს გავერიდო,  უფრო მეტი დრო დავუთმო და უფრო ღრმად გავიცნო საკუთარი თავი. კულინარიაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ჩემს ნახელავს სხვა ადამიანებს ვუზიარებ, რა დროსაც ენერგიის გაცვლა ხდება. ძალიან საინტერესო პროცესია, რომელიც ყოველდღიურობისგან მასვენებს, ჩემი საქმიანობაც მუდამ შთაგონებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, სულ გქონდეს თავში ადგილი იმისთვის, რომ სიახლეებით შეივსო.  შესაბამისად, მსგავსი აქტივობების ჩართვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისითაც გამოიკვებო.

ჰობი, რომელიც ახალ საქმედ იქცა…

Stunner Beauty box-ის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, მაშინ როცა ჩაკეტილები ვიყავით და, როცა მოგზაურობა და გზავნილების მიღებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ამის საჭიროებაც არსებობდა. ბევრი ვიფიქრეთ და Beauty Box-ის სახით შევქმენით პროდუქტი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ნამდვილად გამოსადეგი იყო, რადგან ერთი თვის განმავლობაში თხემით ტერფამდე გაწერილი გქონდა, როდის რა თავის მოვლის საშუალება უნდა გამოგვეყენებინა. Stunner Beauty Box-იც ჩემთვის საკუთარ თავზე ზრუნვასთან და მისთვის დროის დათმობასთან ასოცირდება. ახლა ვცდილობთ, რომ ისეთ პლატფორმად გადავიქცეთ, რომელიც ქალებისთვის ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ თავის მოვლის, არამედ სულიერი, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით და ცოტა ხანში ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება.

ის, რაც დროს მიზოგავს…

დღეს იმდენად მარტივი გახდა ონლაინშოპინგი, რომლის საშუალებითაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნივთების შეძენა, რომ ფაქტობრივად ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიმაჩნია, რომ ის დრო, რაც მაღაზიებში სიარულში შეიძლება დავხარჯო, შემიძლია საკუთარი თავის განვითარებისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს მოვახმარო, მითუმეტეს, Veli.Store-ის მსგავსი სერვისის არსებობა, რომელიც ძალიან მარტივად გამოსაყენებელი და ფინანსურადაც ხელმისაწვდომია, გეხმარება, რომ საკუთარი დრო ბევრად გონივრულად გადაანაწილო და არ დაკარგო ისეთ ყოველდღიურ უსიამოვნო დეტალებზე, როგორიც მაგალითად საცობებია.

ახლა რომ ზედმეტი ერთი საათი მქონდეს...

ალბათ ყოველდღე ვივარჯიშებდი. მინდა, რომ ყოველდღე შევძლო და ვარჯიშს მინიმუმ 2 საათი მაინც დავუთმო, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ, რომ საბოლოოდ გამომივიდეს. 

რჩევა მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია…

ჩემ ირგვლივ მეგობრები და ახლობლები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვუმკლავდები და როგორ ვასწრებ ამდენ საქმეს, მე პირადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სისწრაფე ძალიან მეხმარება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შედარებით ნელა იღებენ გადაწყვეტილებებს. მათ ვეტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წინა დღეს მობილიზება და მეორე დღის გეგმის წინასწარ გაწერა. როცა ღამით უკვე იცი, რა უნდა გააკეთო დილიდან, დღის განმავლობაშიც ბევრად უფრო სწორად და გონივრულად ანაწილებ დროს. მქონია ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როცა მხოლოდ საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი და სალონში დავდიოდი, თუმცა მაშინ ვერაფერს ვერ ვასწრებდი. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, როდესაც ძალიან ბევრი საქმე გაქვს, უფრო ბევრსაც ასწრებ და დროც ბევრად უფრო მეტი გრჩება. 

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი