Posta da Kona ფანდრაიზინგის ფარგლებში შეზღუდული დროით ნამუშევრების გაყიდვას იწყებს. გაყიდული ნიმუშებიდან შემოსული თანხა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ბეჭდვის და მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყენება.

მონაწილე ხელოვანები არიან: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, თოლია ასტახიშვილი, თეა ჯორჯაძე, თეა გვეტაძე, სტეფანი ჰაინცე, გვანცა ჯგუშია, ტონი ჯასტი, მარი კალაბეგაშვილი, ნინა კინწურაშვილი, დავით მესხი, სოფიო მედოიძე და ნინო სეხნიაშვილი.


ღონისძიების ფარგლებში ზემოხსენებული ხელოვანების ნამუშევრები ხელმისაწვდომი იქნება Posta da Kona-ს წიგნის მაღაზიაში და ვებგვერდზე.

Posta da Kona წიგნის მაღაზია და სტუდიური სივრცეა თბილისში, რომელიც Posta Press და Kona Books გამომცემლობებს აერთიანებს. როგორც გამომგცემელები ეს ორგანიზაციები, მკითხველს საერთაშორისო არტისტების და საქართველოში მოღვაწე მწერლების, პოეტების და სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებას აცნობს.

 

 

წიგნის მაღაზიაში დამოუკიდებელი საერთაშორისო ბეჭდური პრესის შეძენაც არის შესაძლებელი, რომლის აქცენტიც ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე და ფოტოგრაფიაზეა. Posta da Kona-ს საზიარო სივრცეში ასევე იმართება ჩვენებები და გამოფენები.

 

ავტორი: ტატო ანთაძე