ახლოვდება წლის ყველაზე ჯადოსნური სეზონი, როცა ახალი მიზნებით, იმედებითა და მოლოდინებით სავსე მომდევნო წელს უნდა შევეგებოთ. თავისთავად მღელვარებას და სიხარულს, რაც საახალწლო სამზადისს მუდამ ახლავს თან, ამ დღეების მთავარი სიმბოლოს - საჩუქრების გაცვლით მოგვრილი დადებითი ემოციებიც ემატება. ალბათ დამეთანხმებით, რომ საჩუქრის შერჩევა, რამდენადაც ძალიან სასიამოვნო პროცესია, იმდენად ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რადგან უამრავ სხვა დეტალთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის შერჩეული ინდივიდუალური საჩუქარი მათ გემოვნებაზე, ინტერესებსა და საჭიროებებზეც უნდა იყოს მორგებული, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროზე, რომელიც მათ შეძენასა თუ საახალწლო განწყობის შესაბამისად შეფუთვაზეც კი გვეკარგება, დრო კი ამ დღეებში ძალიან ცოტაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
მათ, ვისაც ამ ძვირფასი დროის დაუსრულებელ საცობებსა და მაღაზიების რიგებში გატარება არ სურს, Veli.Store-მა ამ სამზადისისთვის ძალიან დროული კამპანია შემოგვთავაზა - საჩუქრები მარტივად და სწრაფად Veli.Store-ზე შეგვიძლია შევარჩიოთ, მათი ლამაზად შეფუთვაც და ადრესატამდე მიტანაც მათ მივანდოთ, ჩვენ კი ამ ყველაფერში დაზოგილი დრო ჩვენთვისვე დავხარჯოთ.
ონლაინპლატფორმაზე შესვლისას ალბათ შეამჩნევდით, რომ ტრადიციულ კატეგორიებს ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლების კატეგორიებიც შეემატა. პირადად მე ასე ერთ სივრცეში გაერთიანებული, თემატურად გაფილტრული და რაც მთავარია, ყველა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადრესატისთვის განკუთვნილი საჩუქრების სია, აქამდე არცერთ ქართულ ონლაინშოპინგის პლატფორმაზე არ მინახავს. დარწმუნებული ვარ, არც - თქვენ.
აქ ნაძვის ხიდან და საახალწლო დეკორაციებიდან დაწყებული, ტექნიკისა და თავის მოვლის საშუალებებით დამთავრებული, ყველაფერია იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, საკუთარი ახალი წელიც გაილამაზოთ, მეორე მხრივ კი, სწორად შერჩეული სამახსოვრო საჩუქრით თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც წლის ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი შექმნათ. რაც მთავარია, ამ ყველაფერში მეგზურობას Veli.Store-ის მინიშნებები გაგიწევთ, რომლებიც თქვენთვის სასურველი ბიუჯეტის, ინტერესების და ადრესატის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საჩუქრის შერჩევასაც გაგიმარტივებენ, მეორე მხრივ კი, უამრავ დროსა და ენერგიასაც დაგიზოგავენ.
“შეურჩიე საჩუქარი საყვარელ ადამიანს”, Secret Santa-ს ადრესატს, “გაალამაზე საახალწლო მაგიდა”, “აჩუქე ორიგინალური”, “შეარჩიე სასმელი საახალწლო განწყობისთვის” - ეს სწორედ იმ მინიშნებების ჩამონათვალია, რომლებიც უამრავ დროს გვიზოგავს და ამასთანავე ირიბად მიგვანიშნებს იმასაც, რომ სინამდვილეში დრო, რომელსაც ამდენ წვრილმან დეტალზე ვხარჯავდით, თურმე სწორი და მაღალი ხარისხის სერვისის პირობებში, სულაც ის საათებია, რომელიც ჯობს, რომ საკუთარი თავისთვის გამოვიყენოთ.
Veli.Store-ის ახალმა კამპანიამ - “შენი დრო შენთვის” ამაზე კიდევ მეტად დაგვაფიქრა, უფრო სწორად, პირდაპირ ვიზუალურად, რიცხვების სახით გვაჩვენა, რომ თავისუფალი დრო, რომელიც აქამდე საჩუქრის შერჩევაზე, შეფუთვასა და ადრესატამდე მიტანაში უნდა დაგვეხარჯა, ახლა იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე შარშან ამ დროს, როცა ახალი წლის სამზადისს, Veli.Store-ის გარეშე, მხოლოდ საკუთარი რესურსით ვუმკლავდებოდით.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: ანასტასია პაიჭაძე
დაწერე კომენტარი