მატილდა გვარლიანი Models.com-ის 2022 წლის Model of the Year Awards-ის ამომავალი ვარსკვლავის კატეგორიაში მკითხველთა რჩეული გახდა, მილა ვან ეტენმა კი ინდუსტრიის ხმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოდელი შედარებით ახალი სახეა, მატილდა გვარლიანი მონაწილეობდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულში, სადაც ის Dior-ის, Chanel-ის და Fendi-ის ჩვენებებზე გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ გვარლიანი ლეგენდარული მოდის ფოტოგრაფის, ელენ ვონ უნვერთის ჰოლანდიური Vogue-ისთვის გადაღებულ ფოტოებში გამოჩნდა. მოდელი იმავე ჟურნალის დეკემბრის გამოცემის ყდაზეც ვიხილეთ.

Models.com სამოდელო სააგენტოების და მოდელების ყველაზე დიდი საინფორმაციო ბაზაა, რომელიც ყოველწლიურ ნომინაციებში მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან მოდელებს ასახელებს. ხმის მიცემაში მონაწილეობენ როგორც მოდით დაინტერესებული ადამიანები, ისე ინდუსტრიაში მომუშავე ფოტოგრაფები, სტილისტები, დიზაინერები და ა.შ. შესაბამისად, ყველა კატეგორიაში სახელდება მკითხველთა და ინდუსტრიის რჩეული.

 

ავტორი: ტატო ანთაძე

 

გარეკანის ფოტო: ანასტასია პაიჭაძე