ახლოვდება ახალი წლის ჯადოსნური დღეები, როდესაც საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა ჩვენი მთავარი საზრუნავია. საუკეთესო საჩუქარი ალბათ ის არის, რაც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ნებისმიერი ინტერესის, გემოვნების და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანს გაახარებს, პრაქტიკულად გამოადგება და თან ესთეტიკურადაც ყველასთვის შესამჩნევი და დასამახსოვრებელი იქნება. ასეთი რამ აქსესუარია, უფრო კონკრეტულად კი სათვალე, რომელსაც ზამთრისა და ზაფხულის ნებისმიერ ამინდში, მუშაობისა თუ ქუჩაში ფეხით სეირნობის დროს პრაქტიკულადაც გამოიყენებთ - თვალებს მავნე სხივებისაგანაც დაიცავთ და ესთეტიკურადაც - თქვენს დღის ლუქს კიდევ უფრო მრავალფეროვან სახეს შესძენს.
თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთდროულად მაღალი ხარისხის, ვიზუალურად დახვეწილი და თან ხელმისაწვდომი ოპტიკური, მზისა თუ თოვლის სათვალეების პოვნა, რომელიც ამავე დროს ბიუჯეტურადაც ხელმისაწვდომი იქნება, არცთუ ისე ადვილია. უფრო სწორად, არცთუ ისე ადვილი იყო, სანამ ქართულ ბაზარზე სათვალეების საერთაშორისო ბრენდი IZIPIZI შემოვიდოდა, რომელიც მომხმარებელს ცხოვრების ყველა მომენტისთვის შესაბამისი სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
სათვალე ეკრანისთვის, საკითხავი, მზის, სპორტული, თოვლის - არ არსებობს ცხოვრებისეული მომენტი, რომლისთვისაც Izipizi-ის ვიზუალური სტილის შესაბამისი, დახვეწილი და ფერადი სათვალეების მოდელები არ შეუქმნია, თანაც არა მხოლოდ ზრდასრულებისთვის, არამედ ბავშვებისთვის და ჩვილებისთვისაც კი.
იშვიათი სათვალეების ბრენდი, რომელიც მოდურ დიზაინს და კომფორტს აერთიანებს, კიდევ უფრო გამორჩეულია გარემოსადმი მისი ეთიკური მიდგომით. კერძოდ კი, IZIPIZI მომხმარებელს მდგრადი ბიომასალით შექმნილი სათვალეების კოლექციასაც სთავაზობს, რომელიც იცავს არა მხოლოდ მათ, ვინც მას მოიხმარს, არამედ გამოდის, რომ ჩვენი პლანეტის გარემოს დაცვისთვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს.
დაწერე კომენტარი