23 დეკემბერს ტერაბანკის მხარდაჭერით ორბელიანზე “ქარავანი” დაიწყო, რომელიც 13  იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ დატკბეთ მუსიკით, შეიძინოთ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, კვების ზონაში აღმოაჩინოთ ახალი გემოები და ბავშვებთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა გასართობ პროგრამაში. ფესტივალზე შეძენილი ნებისმიერი საჩუქარი  შეგიძლიათ მიიტანოთ ტერაბანკის ორგანიზებულ შესაფუთ ზონაში, სადაც საჩუქრებს ქართველი არტისტების დიზაინით გაფორმებული სასაჩუქრე ქაღალდით უსასყიდლოდ შეფუთავთ.


ტერაბანკმა ილუსტრატორების კლუბთან თანამშრომლობით 5 ქართველი არტისტი შეარჩია, რომლებმაც სპეციალურად “ქარავნისთვის” შექმნეს ილუსტრაციები მისალოცი ბარათებისა და შესაფუთი ქაღალდებისთვის.


წლევანდელ საახალწლო “ქარავანზე” ტერაბანკმა ბავშვების განწყობაზეც იზრუნა და საბავშვო ზონაში მისი ორგანიზებით ორი ღონისძიება იმართება.


24 დეკემბერს “ჯუნიორ ბარათის” ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა არაერთ ვორქშოპში მიიღეს მონაწილეობა, მაგალითად, ისწავლეს ორცხობილების მოხატვა და ბუშტებით ფიგურების გაკეთება. 2 იანვარს კი “სელექტის” ღონისძიებაზე ბავშვებისთვის ჯადოსნური საღამო მოეწყობა, ჩატარდება ილუზიონისტების პერფორმანსი და მშრალი ყინულისა და აზოტის შოუ.


“ქარავანს” ქართველი არტისტები მრავალფეროვანი მუსიკით გააფორმებენ. მაგალითად, 29 დეკემბერს Loudspeakers დაუკრავს, 30-ში კი დათო გომართელის და დავით მაზანაშვილის ბენდი. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის საღამოებიც მოეწყობა, DJ სეტებს შეასრულებენ მიშო ურუშაძე, Dro და Dj Kevana. სრული პროგრამა კი ასე გამოიყურება:

 23 დეკემბერი, 21:30 - დათო ევგენიძე და ბენდი

 24 დეკემბერი, 21:30 - FE PROJECT

 25 დეკემბერი, 21:30 - ბექა გოჩიაშვილი მეგობრებთან ერთად

 26 დეკემბერი, 21:30 - ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი

 29 დეკემბერი, 21:30 - Loudspeakers

 30 დეკემბერი, 21:30 - დათო გომართელი და დავით მაზანაშვილის ბენდი

 2 იანვარი, 21:30 - ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე

 4 იანვარი, 21:30 - თიკა ბალანჩინი, New One

 6 იანვარი, 22:00 - მიშო ურუშაძე Dj Set

 8 იანვარი, 22:00 - Dro Dj Set

 9 იანვარი, 21:30 - ბენდი შერეკილები ქართული კინომუსიკის რეპერტუარით

 13 იანვარი, 21:30 - გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია

“ქარავნის” მეგობარი Dj Kevana

 

თბილისური საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქარავანს, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე შეგიძლიათ ეწვიოთ.

 

ავტორი: ტატო ანთაძე