How do you live? სტუდიო Ghibli-ის ლეგენდარული რეჟისორის, ჰაიო მიაძაკის უკანასკნელი ანიმაცია იქნება. ყოველ შემთხვევაში, მიაძაკი ასე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულებას რეჟისორი ჯერ კიდევ 2011 წელს, The Wind Rises-ზე მუშაობისას აპირებდა. მიაძაკის ახალ ანიმეზე ბევრი არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ ის იაპონიაში 2023 წლის 14 ივლისს გამოვა.
How do you live? იგივე სახელის მქონე 1937 წლის ნოველით არის შთაგონებული, სადაც 15 წლის ბიჭი, მამის გარდაცვალების შემდეგ ბიძასთან გადადის საცხოვრებლად. Ghibli-ის თანადამფუძნებლის, ტოშიო სუძუკის თქმით, ფილმი ნოველის ისტორიას ბოლომდე არ მიჰყვება და სიურრეალიზმის ელემენტებით არის გაჯერებული.
მიაძაკი ახალ ფილმზე 2017 წლიდან მუშაობს და ტოშიო სუძუკის თქმით, ის რეჟისორის შვილიშვილს ეძღვნება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი