წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი - ახალი წელი ახლოვდება, მის მოახლოებასთან ერთად კი თითოეული ჩვენგანი ალბათ უფრო და უფრო ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ  საყვარელ ადამიანებს. Hammock Magazine-მა ამ ბლოგში ქართული კომპანიების ისეთ ნივთებს მოუყარა თავი, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება.

ტანსაცმელი და აქსესუარები

 

 

JACQUEMUS – La Cagoule Casquette White

ე.წ. ბალაკლავა 2023 წლის ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელიც მოდის სახლმა Jacquemus-მა თავისებური ვერსიით, ბრენდისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითა და ფერებით თავადაც წარმოგვიდგინა. ხელოვნური რბილი ბეწვის მასალით შექმნილი ბალაკლავა, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით კეპის ფუნქციასაც ასრულებს, ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის იდეალური საჩუქარი იქნება.

 



Rotate - Ski Collection

მათ, ვისაც ზამთრის სეზონის გატარება სათხილამურო კურორტებზე უყვართ, აუცილებლად გამოადგებათ Rotate-ს დახვეწილი დიზაინის სათხილამურო სამოსი, რომელსაც თბილისში ექსკლუზიურად Sense Concept Store-ში შეიძენთ. 

 


Adidas - Adicolor Heritage Vest 


Adidas-მა სულ ცოტა ხნის წინ 70-იანი წლების შთაგონებით ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც ესთეტიკურად ძალიან მოგაგონებთ Adidas-ისა და Gucci-ის თანამშრომლობით შექმნილ კოლექციასაც. ამ კოლექციიდან, რომელიც ზემოთ ხსენებულზე ბიუჯეტურად ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვარდისფერ ჟილეტს გირჩევთ, რომელზეც Adidas-ის მწვანე ფერის ლოგოა გამოსახული.

 


Ami Scarf

ფრანგი დიზაინერის, ალექსანდრე მატიუსის სამოსი ყოველთვის ნათელი ფერებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, თეთრი შარფი, რომელზეც ბრენდის ლოგოა ამოქარგული, ზამთრის ნებისმიერ ლუქს დაამშვენებს.  

 

 

JW Anderson moon bag

მიუხედავად იმისა, რომ ჯონათან ანდერსონმა გასული წლის კოლექციაში მტრედის ფორმის “კლაჩი” თუ ბურთის ფორმის არაერთი უცნაური ჩანთა შემოგვთავაზა, მთვარის ფორმის ფერადი ჩანთები კვლავ ყველაზე დასამახსოვრებელ და სასურველ აქსესუარად რჩება, მით უმეტეს, რომ Sense-ის პლატფორმაზე საახალწლო ფასდაკლების ფარგლებში განახევრებულ ფასად შეიძენთ.

 

Tutu cosmonaut

მხატვარ თუთუ კილაძის სამოსისა და აქსესუარების ბრენდს Tutu Cosmonaut-ს მაისურების და ჰუდების გამო უკვე ყველა იცნობს, თუმცა ახლახან ბრენდმა თავის კოლექციაში ტყავის განსხვავებული ფორმის ჩანთები და ქუდებიც დაამატა, რომელიც საჩუქრად ნებისმიერ ადამიანს გაახარებს.

 

Sheidish

 

თაკო ნაცვლიშვილის მიერ დაარსებული ქალის თეთრეულის ბრენდი Sheidish სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა მაღალი ხარისხის თეთრეულის, მისი დახვეწილი მინიმალისტური დიზაინის და ბრენდის ეკომეგობრული ფილოსოფიის გამო უკვე ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მათ, ვისთვისაც დახვეწილ და კომფორტულ სტილთან ერთად, მდგრადი მოდა და გარემოზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია, თამამად ვურჩევ Sheidish-ს, რომლის კოლექციებიც სხვადასხვა მოდის სახლის ნარჩენი პროდუქტების გადამუშავებით იქმნება.

 

Jesus Star

კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი Jesus Star ხელოვან და მსახიობ ლაშაო გაბუნიას ეკუთვნის. თეთრი ფერის მაისური, რომელიც ყველა ადამიანის საბაზისო გარდერობის მთავარი შემადგენელი ნაწილია, Jesus Star-ის კოლექცია ყველა დანარჩენისგან ბრენდის სამარკო ნიშნის, ჯვრის დეტალით გამოირჩევა.

 

RM Atu Gelovani - TM PEARL

ჯვრის შთაგონებით აქსესუარი კიდევ ერთმა ქართველმა ხელოვანმა და დიზაინერმა ათუ გელოვანმა შექმნა. თამარის ჯვრის ინსპირაციით RM Atu Gelovani-ის კოლექციას მარგალიტის თვლებით გაფორმებული საყურეც შეემატა, რომელიც ბრენდის დამფუძნებელმა მარი ლებანიძესთან კოლაბორაციით შექმნა. 


დეკორი და ინტერიერის ობიექტები

 

 

Idea Generale – Tabi Vase Noel Red

მოდის ენთუზიასტებისთვის Maison Margiela-ს Tabi Boots ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხსაცმელია, თუმცა ცოტა ხნის წინ იტალიურმა ბრენდმა IDEA Generale-მ Tabi ლარნაკის სახით წარმოგვიდგინა, როგორც ინტერიერის ობიექტი, ვისაც Margiela-ს ეს მოდელი განსაკუთრებით უყვარს, Idea Generale-ის ლარნაკიც იდეალური საჩუქარი იქნება.

 

Medicom – Keith Haring Barking Dog Statue Red

 

ხელოვნების მოყვარულებისთვის კი საინტერესო საჩუქარი იქნება კიტ ჰარინგის ნამუშევრით შთაგონებული Medicom-ის მიერ შექმნილი წითელი ქანდაკება, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს და პოპკულტურისთვის დამახასიათებელ განწყობასაც შეუქმნის. 

 



Loewe Candle


ცოტა ხნის წინ Loewe-მ ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით ორიგინალური დიზაინის სურნელოვანი სანთლების კოლექციაც დაამატა. ვისაც საკუთარ ინტერიერის მსგავსი ნივთებით გახალისება უყვარს და თან თანამედროვე მოდის ტენდენციებსაც მუდამ თვალს ადევნებს, მათთვის Loewe-ს ეს სანთლები კარგი საჩუქარი იქნება.

 

Sense Concept store

კონცეპტუალური მაღაზია, სადაც მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამოსი, აქსესუარები, სახლის დეკორი და საოჯახო ნივთებია წარმოდგენილი, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თავისი კოლექციიდან საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსაც გვთავაზობს. მათ, ვისაც სურს, რომ საკუთარ ნაძვის ხეს წელს ახალი სათამაშოები შემატოს, დახვეწილი დიზაინის ეს ნამუშევრები ნამდვილად კარგი საჩუქარი იქნება. 

 

Vintage Store

Vintage Store-ის კოლექციიდან ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება გულის ფორმის ზარდახშამ მიიქცია, თუმცა თუ მათ ვებგვერდს გადაავლებთ თვალს, ნაძვის ხის უამრავ ძალიან ლამაზ სათამაშოსაც აღმოაჩენთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვინტაჟურსაც.  


The why not gift shop

The Why Not Gift Shop-ში საკუთარი ინტერიერის გასალამაზებლად ან საჩუქრის შესარჩევად, როგორც ყოველთვის, უამრავი ორიგინალური ნივთია წარმოდგენილი. ამჯერად კვლავ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებზე შევჩერდებით, აქ აუცილებლად შეარჩევთ ისეთ სათამაშოს, რომელიც სხვადასხვა გემოვნების და ინტერესების ადამიანებს ერთნაირად მოეწონებათ.

 



Mirrors by me

დისკო ბურთის შთაგონებით შექმნილი სარკე ნებისმიერ ინტერიერში შეიტანს სადღესასწაულო განწყობას, Mirrors by me-ის ეს ორიგინალური დიზაინის და ფორმის სარკე თქვენი ადრესატისთვის ნამდვილად სასურველი საჩუქარი იქნება.

 

Asteroid B612

Asteroid B612-ის პოსტერები სახლის ინტერიერის გასახალისებლად ყოველთვის საინტერესო არჩევანია, სადაც ხშირად შეხვდებით ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების უნიკალურ პრინტებს. ახალი წლის განწყობას, ვფიქრობთ, მაია სუმბაძის ნამუშევარი „ვარსკვლავები, თითქოს ქრიზანთემები“ ყველაზე მეტად მოუხდება.

 


 

Motif

ჯადოსნური საახალწლო აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანია Motif-შიც, ჩვენ ფავორიტი მაკნატუნას დიზაინით შექმნილი ლანგარია.

 

Lost Cherry Candles

კიდევ ერთი მაკნატუნა, თუმცა ამ შემთხვევაში Lost Cherry Candles-ის სანთლის ფორმით - ახალ წლის ამ სიმბოლოს, სანთელთან ერთად, ნაძვის ხის თემატიკაზე შექმნილ სხვა სანთლებსაც აღმოაჩენთ.


Brick Candle holder 

 

ალიზისა და გამომწვარი ხისგან შექმნილი სანთლის სადგამები, რომელიც Idaaf Architects-ის გუნდმა შექმნა, ერთი მხრივ, ფუნქციური ნივთია, რომელიც, მეორე მხრივ, ორიგინალური დიზაინის ინტერიერის ობიექტსაც წარმოადგენს. მათ, ვისაც სანთლები განსაკუთრებულად უყვარს, ეს განსხვავებული დიზაინის სადგამებიც აუცილებლად გამოადგება.


Bamba 


საახალწლო სუფრა ახალ წლის ღამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ალბათ ამ დღეს მაგიდას არაფერი შეეფერება ისე, როგორც მაია სუმბაძის ნაძვის ხის სათამაშოების პრინტით შექმნილი სუფრა.

 


 

Ceramic Studio 1300

 

Ceramic Studio 1300-ში ტრადიციულად საახალწლო თემატიკით შექმნილი კერამიკის ჭურჭლის მრავალფეროვანი კოლექცია შეგხვდებათ, ნაძვის ხის ფორმის ლანგარი და საახალწლო პრინტებით შექმნილი თეფშები თუ ჭიქები ახალი წლის ღამეს ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.

საჩუქრები 

 

Diana F+ Package - Cortina

ფოტოაპარატი იდეალური საჩუქარია მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი მომენტების ფირზე დაფიქსირება უყვარს. ეს კონკრეტული მოდელი კი, რომელსაც Buyers-ში შეიძენთ, თავისი ვიზუალიდან გამომდინარე ახალი წლის დღეების და ზამთრის კურორტებზე გატარებული არდადეგების აღსაბეჭდად ზედგამოჭრილი იქნება. 

 

Maison Francis Kurkdjian

 

არ არსებობს იმაზე სასურველი სუნამო, ვიდრე Maison Francis Kurkdjian-ის Baccarat Rouge 540. 1960 წელს შექმნილი ეს არომატი, რომელიც ერთდროულად ყვავილოვან და ხის არომატებს შეიცავს, თბილისში ექსკლუზიურად Aromateque-ს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 


Happy Plugs

 

მათ, ვისაც ყოველდღიურად მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, თქვენი ნაჩუქარი უსადენო ყურსასმენები განსაკუთრებით გაახარებს. Happy Plugs, რომელიც ყველა დანარჩენი ბრენდისგან ფერადოვნებით გამოირჩევა, საქართველოში Veli.Store-ზეა ხელმისაწვდომი, შეგახსენებთ იმასაც, რომ ველის პლატფორმაზე საჩუქრის შეძენისას მომხმარებელს საშუალება აქვს სასურველი ადრესატისთვის საჩუქრის შეფუთვა და გაგზავნა Veli-ის გუნდს მიანდოს. 

 

Kusama 

 

წიგნი ალბათ ყველაზე მუდმივი და დასამახსოვრებელი საჩუქარია, რაც კი შეიძლება საყვარელ ადამიანს აჩუქო, მით უმეტეს, თუ ეს წიგნი საყვარელ ხელოვანს შეეხება. Yayoi Kusama-ს ეს წიგნი, რომელსაც თბილისში They Said Books-ში შეიძენთ, ხელოვნების მოყვარულ ნებისმიერ ადრესატს გაახარებს.

 

დაგეგმე 

მნიშვნელოვანია, რომ ახალ 2023 წელს უკვე კარგად გააზრებული სამოქმედო გეგმით შევხვდეთ, მომავალი წლის მიზნების, ოცნებების და სურვილების დაგეგმვისა და მანიფესტაციისთვის კი მარიამ კვაშილავას მიერ შექმნილი დღიური “დაგეგმე” ნებისმიერ ჩვენგანს გაუმარტივებს საქმეს. 


Amelie Flowers

ყვავილები ნებისმიერ სეზონზე ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნის დროს შეუცვლელი საჩუქარია, თუმცა ბუნებრივი მასალის ქოთანში ჩარგული დეკორატიული ნაძვის ხე ახალი წლის პერიოდში ნებისმიერ სხვა მცენარეს ცვლის. თუმცა გარდა ნაძვის ხეებისა, Amelie-შ წელს ულამაზესი გირლანდები და სხვადასხვა საშობაო დეკორაციებიც დაგხვდებათ.




ავტორი: გვანცა ჩანადირი