2022 წლის მიწურულს, ბრენდ Calvin Klein-ის ზამთრის კოლექციის ფარგლებში განხორციელდა წარმატებული კოლაბორაცია ქართველ მოდელებთან და ფოტოგრაფებთან. კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იყო Calvin Klein Underwear-ის უახლესი მოდელები და ჯინსის ხაზი - Calvin Klein Jeans, როგორც აუცილებელი ატრიბუტები, შექმნილი ყოველდღიურობისთვის და ახალი აწმყოსთვის.
თანამედროვე, მინიმალური და სენსუალური - იდეალურად იქნა ასახული ბრენდის ავთენტური შტრიხები თითოეულ კადრში, როგორც თანამედროვე ადამიანის როლები, მოულოდნელი ცვლილებებით სავსე რეალურ გარემოში.
კამპანიაში წარმოდგენილი Calvin Klein Underwear-ის ახალი კოლექცია მოიცავს Embossed Icon-ს, ბრენდის ყველაზე ცნობილ ლოგოტიპს რელიეფურ დიზაინში, მაგრამ განახლებული გამოსახულებით და Bonded Flex-ს, რომელიც გთავაზობთ უდიდეს კომფორტს ინოვაციური, უნაკერო ქსოვილით. ორივე მათგანი დამზადებულია რეციკლირებული მასალების ნაზავით. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სტილი განახლებულია ახალი, თანამედროვე ბამბის სილუეტებით, მათ შორისაა ცალმხრივი ბრალეტი. თანამედროვე Cotton Naturals გვთავაზობს ფერთა ახალ ტონალობებს და შემუშავებულია უფრო მდგრადი ბოჭკოებით. კამპანიაში წარმოდგენილი ჯინსის ხაზი ატარებს 90-იანი წლების მეამბოხე ახალგაზრდულ სულს - მოდერნისტული დეტალებით, დინამიური ტექსტურებითა და განახლებული პროპორციებით.
მოდელები: მარიამ სანოგო, გიორგი ორდენიძე
ფოტო: სანდრო მენაბდე, ოთო ვაშაკიძე
© Calvin Klein Georgia
დაწერე კომენტარი