მთავარი რამ, რაც ახალი წლის პერიოდში სახლში სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და შენარჩუნებაში გვეხმარება, საახალწლო ნაძვის ხე, შესაბამისი ინტერიერის ობიექტები, განათება და ახალი წლის ესთეტიკისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმის შემოტანაა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც სივრცის საახალწლოდ მორთვის ტრადიციას ქართული კომპანიებიც შეუერთდნენ, რომლებიც საკუთარი შენობის ინტერიერის თუ ექსტერიერის გალამაზებით, არამხოლოდ საკუთარი თანამშრომლებისთვის, საჯარო სივრცეებში უამრავი ადამიანისთვისაც ქმნიან საახალწლო ატმოსფეროს. 

თიბისი კონცეპტის სივრცე

 

ღამით მარჯანიშვილის ისტორიულ უბანში გასეირნებისას თვალში აუცილებლად მოგხვდებათ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ექსტერიერი, რომელიც მთელ ამ გარემოში თვალისმომჭრელი საახალწლო განათებით გამოირჩევა. საახალწლო ნათურებით განათებული ფანჯრები და შენობის წინა ფასადის აივნებზე მორთული ულამაზესი სამი ნაძვის ხე მთელი ამ ქუჩის საახალწლო ატმოსფეროს მთავარი შემოქმედია.

Meama

 

ყავის კომპანია Meama-ს შენობა და ინტერიერი, რომელიც არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ შექმნა, წელიწადის ყველა დროს გამოირჩევა თავისი დახვეწილი დიზაინით, თუმცა საახალწლოდ კომპანიამ სადღესასწაულო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით იზრუნა. 

 

Rooms Hotel Tbilisi

 

წელს Rooms Hotel Tbilisi-ის ინტერიერში ულამაზესად მორთული საახალწლო ნაძვის ხე დაგხვდებათ, რომელსაც მთელ

ამ გარემოში ახალი წლის მოლოდინს და  ზამთრის მყუდრო ატმოსფეროს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.  

 

Stamba Hotel

 

შარშანდლისგან სრულიად განსხვავებულია სასტუმრო Stamba-ის წლევანდელი საახალწლო ნაძვის ხე. კედელზე მინათებული ნაძვის ხის ჩრდილი საახალწლო განწყობის შესაქმნელად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა. 


Dalood

 

Dodo Design-ის მიერ Dalood-ისთვის შექმნილი საახალწლო ვიტრინა წელსაც არ კარგავს აქტუალურობას, დოდოშკა ჩხეიძის მიერ ვინტაჟური ესთეტიკით შექმნილი ნამუშევარი საერთო კონტექსტისგან ახალი წლის დღესასწაულის სრულიად განსხვავებულ და ორიგინალურ ხედვას გვთავაზობს. 

Gastronome 

 

Gastronome-ის საახალწლო ექსტერიერი კიდევ ერთი დიზაინია, რომელიც დოდოშკა ჩხეიძემ შექმნა. შენობის ფასადზე გადმოტანილი საახალწლო სუფრის ინსტალაცია საახალწლო კონტექსტში იდეალურად უსვამს ხაზს ბრენდის კონცეფციას. 

 

 

ბაზარი ორბელიანზე

 

ისედაც დახვეწილი ინტერიერის მქონე ორბელიანის ბაზრის შენობა, ახალი წლის დღეებში კიდევ უფრო შთამბეჭდავ სივრცედ იქცა. საახალწლო ნათურებით განათებული ჭაღები, თაღები და ნაძვის ხეები აქ მისულ სტუმრებში განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის. 

Smart Capital

 

Smart Capital ტრადიციულად წელსაც განსაკუთრებულ საახალწლო ატმოსფეროს ქმნის. ნაძვის ხეებით, ნაძვის ტოტებით და სადღესასწაულო განათებით გაფორმებულ ინტერიერზე წელს ნინო გეთიაშვილმა, ნანიკო თაყაიშვილმა და მზიკო კალანდაძემ იმუშავეს.

Volvo Car Georgia

 

ორიგინალური და ბრენდის კონცეფციასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო წელს Volvo Car Georgia-ს საახალწლო გაფორმება. წითელი მანქანა, რომელზეც საახალწლო ნაძვის ხეა შემოდებული, ბრენდმა ინსტალაციის სახით წარმოგვიდგინა.

 

 

Mon Chou 

 

საბავშვო მაღაზია Mon Chou, რომელზეც Dodo Design-მა იმუშავა, მნახველის ყურადღებას ჯერ კიდევ გარე ფასადით იქცევს, თუმცა ფანჯრიდან გადმოსულ საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებთან ერთად, 

მაღაზიის ინტერიერიც არანაკლებ სადღესასწაულო განწყობას ქმნის. 

 


 

Puri Guliani 

 

“პური გულიანის” წლევანდელ საახალწლო დეკორაციაში ყველაზე მეტ ყურადღებას ინტერიერში მდგარი თეთრი ნაძვის ხე იქცევს, რომელიც თემატური ვარდისფერი სათამაშოებით არის მორთული, თუმცა ნაძვის ხის ბურთებით გაფორმებული შესასვლელი კარიც არანაკლებ შთამბეჭდავია. 

 

 

კავკასიის უნივერსიტეტი

 

კავკასიის უნივერსიტეტმა, როგორ ყოველთვის, თავის სივრცეში წელსაც ულამაზესი საახალწლო დეკორაცია შემოიტანა - ნაძვის ხეები, წითელი ხალიჩა და ოქროსფერი განათება მნახველში ნამდვილად სადღესასწაულო განწყობას ქმნის. 

 


 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

გამორჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლევანდელი საახალწლო დეკორაციაც - ისტორიული შენობა 2023 წელს ულამაზესი განათებული ინტერიერით და დახვეწილად მორთული ნაძვის ხეებით ხვდება.

 

 

Tbilisi Marriott

 

Tbilisi Marriott-ის საახალწლო დეკორაციები ჯერ კიდევ ქუჩიდან იწყება, სადაც სასტუმროს შესასვლელში ორი მაკნატუნა შეგეგებებათ, შენობის ინტერიერში კი ძალიან ლამაზი მწვანე ნაძვის ხე დაგხვდებათ. 

 

 

ფოტო: ნიკოლოზ ფანიაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ნინჩო ჯეირანაშვილი, ანა დოლიძე, ანი გაბაშვილი, Homeis