23 დეკემბერს ტერაბანკის მხარდაჭერით საახალწლო ქარავანი დაიწყო, რომელიც 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ქარავანი იდეალური ადგილია საახალწლო განწყობის შესაქმნელად, აქ შეგიძლიათმოუსმინოთ მუსიკას, კვების ზონაში დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და ბავშვებთან ერთად არაერთ სახალისო პროგრამას დაესწროთ, საახალწლო ბაზრობაზე კი ქართველი მეწარმეების ნამუშევრებია გამოტანილი, სადაც საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევასაც შეძლებთ

 


 

ახალი წლის ტრადიცია საჩუქრების გახსნის გარეშე წარმოუდგენელია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფორმალურ გარემოში ხდება თუ სახლში, საახალწლო ნაძვის ხესთან. ტერაბანკი იდეალურ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ფესტივალზე საყვარელი ადამიანისთვის შერჩეული საჩუქარი ქართველი ილუსტრატორების დიზაინით გაფორმებული ქაღალდით შეფუთოთ და შესაბამისი მისალოცი ბარათი შეარჩიოთ. ეს ყველაფერი ტერაბანკის შესაფუთ ზონაშია შესაძლებელი. ილუსტრატორების კლუბთან თანამშრომლობით შეირჩა ხუთი ქართველი არტისტი, ანა მაჩაიძე, სალი ნიკოლაიშვილი, დავით მსახურაძე, მარი კახურიშვილი და ელენე ჭიჭეიშვილი, რომლებმაც სპეციალურ ამ პროექტისთვის უნიკალური სასაჩუქრე ქაღალდებისა და ბარათების დიზაინი შექმნეს.

შესაფუთი ზონა, გარდა იმისა, რომ მსურველებს აძლევს საშუალებას უნიკალური საჩუქრები ლამაზად გააფორმონ, ის ქართველი არტისტების და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ეხმარება. აღნიშნული ილუსტრატორები, რომლებიც ტერაბანკთან ერთად საახალწლო განწყობის ამაღლებისთვის მუშაობდნენ, ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ხუთივე არტისტის შემოქმედება უნიკალურია, თუმცა ყველა მათგანი შესანიშნავად გადმოსცემს იმ საახალწლო განწყობას, რომელიც დეკემბერში გვეუფლება

 

ელენე ჭიჭაშვილი Pocket Studio- თანადამფუძნებელია, რომელიც გარდა იმისა, რომ ქართულ ანიმაციებზე მუშაობს, ულამაზეს ილუსტრაციებს ქმნის. მის ფერად მხატვრობაში ხშირად უცნაური პერსონაჟები ძალიან მეგობრულად გამოიყურებიან და თავიანთ სამყაროში გიხმობენ

 

მარი კახურიშვილი ილუსტრატორია, რომლის ნამუშევრებიც ხშირად სიცოცხლით სავსეა. მისი პერსონაჟები ფერადი ჩაცმულობით გამოირჩევიან, ერთად თამაშობენ, მღერიან, ხანაც ნაძვის ხეს რთავენ ან უბრალოდ ისვენებენ.

 

დავით მსახურაძე გრაფიკული დიზაინერია, შესაბამისად, მისი დეტალებისადმი ყურადღება გასაკვირი არაა. მსახურაძის ნახატები კინემატოგრაფიული თვისებებით გამოირჩევა და შთაგონებას იღებს როგორც ფილმებისა და ანიმეებიდან, ისე კლასიკური მხატვრობიდან  

სალი ნიკოლაიშვილის ჯადოსნური შემოქმედება სავსეა ჯადოსნური პერსონაჟებით, რომლებსაც მხატვრის უნიკალური ხელწერა ეტყობათ. მისი ნახატები ხშირად მინიმალისტურია, თუმცა მაინც გაჯერებულია ემოციებით. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი უამრავ სხვადასხვა პერსონაჟს ქმნის, ყველა თითქოს ერთი სამყაროს ნაწილია, რომელიც სავსეა მზრუნველობით და სიყვარულით.

ანა მაჩაიძის შემოქმედება ფერად სიზმრებში გეპატიჟებათ. არტისტი იდეალურად ახერხებს, რომ ადამიანური ცხოვრების ყოველდღიური ასპექტები სიზმრისეულ მომენტებად აქციოს. მაჩაიძის მხატვრობაში ნივთები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ხშირად ერთი შეხედვით ცარიელი სივრცეებიც კი ექსპრესიულია. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე