სულ რამდენიმე დღის წინ Moët & Chandon-ის გლობალური საახალწლო კამპანიის - Effervescence Events-ის ფარგლებში თბილისში, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საახალწლო ვახშამი გაიმართა, სადაც სტუმრებმა ბრენდის მიერ დღესასწაულის აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია კიდევ ერთხელ გაიმეორეს.
Moet&Chandon-ის მიერ დღესასწაულის აღნიშვნის ეს უწყვეტი ტრადიცია 1743 წლიდან იწყება, ჯერ კიდევ მადამ დე პომპადურის პერიოდიდან, რომელიც ისტორიულად არა მხოლოდ მეფე ლუი XV-ის მესაიდუმლე, არამედ იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი იყო. ცნობილია 1900-იან წლებში ედუარდ VII-ისა და ელიზაბეტ II-ის კორონაციის საზეიმო ვახშამიც, რომელიც Moet&Chandon-ის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ ჩაივლიდა.
ამ უნიკალურ ტრადიციას, რომელმაც მომდევნო წლებში ნელ-ნელა თანამედროვე ცხოვრების სტილსაც აუწყო ფეხი და ლეგენდარული ღამის კლუბის, Studio 54-ის გახსნასა თუ ვერსალის სასახლის 250 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზეც გამეორდა, ბრენდი დღემდე უწყვეტად აგრძელებს, შესაბამისად, ახალი წლის პერიოდი, რომელიც თავისთავად ადამიანების შეკრებას, დასამახსოვრებელი მომენტების გაზიარებას და სიახლის აღნიშვნას ეძღვნება, Moet&Chandon-ის ბრენდმა თბილისში გამართული წვეულებით
იდეალურად შეუხამა თავის გლობალურ კამპანიას, რომლის ნაწილადაც რუსთაველის თეატრში გამართული შთამბეჭდავი საღამო აქცია.
დაწერე კომენტარი