Veli.Store-მა, რომელიც საქართველოში ონლაინშოპინგის სრულიად ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს, სულ ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია - “დახარჯე შენი დრო შენთვის” წამოიწყო, რომელიც მომხმარებელს გარდა იმისა, რომ Veli.Store-ზე შოპინგისას დაზოგილ დროს უთვლის, ამასთანავე უზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ეს დრო ბევრად უფრო სასიკეთოდ - საკუთარი თავისთვის, განტვირთვისთვის, ოჯახის ან მეგობრებისთვის გამოიყენოს, მაგალითად ისე, როგორც ამას ტუსია ღარიბაშვილი აკეთებს.
ყოველდღიური საქმიანობა და თავისუფალი დრო…
დღეს ჩემი ძირითადი საქმიანობა თანამედროვე აგროტექნოლოგიებია, ისეთი დანადგარის მოდულზე ვმუშაობ, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ჯანსაღ ბოსტნეულთან. შესაბამისად, მისი შექმნისთვის ყოველდღიურად ძალიან დიდი დრო არის საჭირო. გარდა ამისა, ვმართავ პირველ ვერტიკალურ მეურნეობას, რომელიც სასტუმრო "სტამბაში" მდებარეობს, სადაც ასევე ბევრი საოპერაციო პროცესი მიმდინარეობს - მუდმივად გამართული უნდა იყოს იმისათვის, რომ წელიწადში 365 დღის განმავლობაში რესტორანს ბოსტნეული მიაწოდოს. გარდა ამ საქმიანობებისა, კიდევ ბევრ სხვადასხვა ღონისძიებასა და ტრენინგში ვარ ჩართული - ასევე ქოუჩინგსა და სხვადასხვა მიმართულებით მიწევს ჩემი დროის განაწილება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რადგანაც ეს ტექნოლოგიები
ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება, მეც არ უნდა ჩამოვრჩე მივლენებს, ამიტომ ფაქტობრივად ჩართული ვარ ყველგან, სადაც ახალი მიდგომები ინერგება.
ამიტომ განტვირთვა და თავისუფალი დროის გამონახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
მიყვარს ოჯახის წევრებთან დროის გატარება, ასევე ძალიან მიყვარს, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, თავისუფალი საათები საკუთარ თავს დავუთმო - მასაჟი, ცურვა, სპა, ბუნებაში სეირნობა ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალებებია. დღის განმავლობაში ბევრ რამეს, რა თქმა უნდა, ვერ ვასწრებ, მაგრამ ვცდილობ, რომ სხვადასხვა სახის აქტივობა კვირის განმავლობაში გადავანაწილო. სამსახურის შემდეგ ვცდილობ, რომ დრო ცოტა ხნით ვარჯიშს დავუთმო, ძირითადი დრო კი შვილებთან ერთად გავატარო, ძალიან გვიყვარს საღამოობით სახლში დიდ პროექტორზე ფილმების ყურება, ამიტომ ოჯახურ კინოსესიებსაც ხშირად ვაწყობთ.
ჰობი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ჩემს თავთან…
ერთი კონკრეტული ჰობი არ მაქვს, ძალიან მიყვარს, როდესაც მომავალი პროექტების მონახაზებს ვაკეთებ, როცა წინასწარ ვფიქრობ, თუ როგორი მინდა იყოს შემდეგი მოდელი, რა სარგებლობა უნდა მოჰქონდეს და რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის, რადგანაც ჩემი საქმიანობა ჩემთვის არა უბრალოდ სამსახურებრივი მოვალეობა, არამედ ცხოვრების შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, ამ ყველაფრისთვის დროის დათმობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
რაშიც ყველაზე მეტად მეხმარება, არის…
განტვირთვა. ყველა ადამიანს სჭირდება ემოციური და ფიზიკური განტვირთვა, რადგანაც, როდესაც საკუთარ თავზე იწყებ ზრუნვას და ფიქრს, ამით როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად უფრო ძლიერდები, უფრო მეტ წარმატებასაც აღწევ და უფრო მოტივირებულიც ხარ, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრების მიღმა მონახო ისეთი საშუალებები, რომლებიც თან გამშვიდებს და თან ენერგიასაც გმატებს.
ზედმეტი ერთი საათი რომ გქონდეს…
ძალიან ბევრი რამის კეთება მაინტერესებს, რასაც დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ. სიამოვნებით მოვსინჯავდი ჰაიკინგს, თიხით ძერწვას, ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მაინტერესებს, სულ ვაპირებ, რომ დავიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერა და ვერ მოვახერხე მისვლა.
ის, რაც კიდევ უფრო მეტ დროს მიზოგავს…
არ მიყვარს დიდი დროის მაღაზიებში სიარულში დახარჯვა, ტანსაცმლიდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული, მირჩევნია ყველაფერი ონლაინ, რომელიმე კარგ საიტზე შევიძინო. მთელი შაბათ-კვირის შოპინგზე გატარების ნაცვლად, ვამჯობინებ ონლაინ - 10 წუთში მოვნახო ის, რაც მჭირდება, ასე ბევრად უფრო ნაკლებ დროს და ენერგიას ვხარჯავ. ბოლო დროს Veli.Store-ის სერვისით ვისარგებლე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ოპერატიული მომსახურებით, ყურსასმენები და ნაძვის ხის სათამაშოები გამოვიწერე და პუნქტუალურად სულ რამდენიმე საათში მივიღე. ახლახან აღმოვაჩინე კოსმეტიკური საშუალებების და თავის მოვლის პროდუქტებიც, რომლებიც ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია, როდესაც ერთ სივრცეში ამდენ ხარისხიან პროდუქტს აწყდები, იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ჩვევა, რომელიც დროის დაზოგვაში გეხმარება და რჩევა, მათთვის, ვინც იმავეს ცდილობს…
ვცდილობ, რომ ჩემი დღე ადრე დავიწყო, ადრე გავიღვიძო, ვივარჯიშო და მიმდინარე საკითხები დღის პირველ ნახევარში მოვაგვარო, საღამო კი მეგობრებთან ან შვილებთან ერთად გავატარო. რაც უფრო ადრე დგები, მით უფრო მეტ რამეს ასწრებ და უფრო მეტი დროც გრჩება, ჩემი რჩევაც ალბათ ეს იქნებოდა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
ფოტო: ანი გაბაშვილი, თამუნა ბერაძე
დაწერე კომენტარი