სასტუმრო Claridge’s-ში Jimmy Choo-ს შექმნილი ნაძვის ხე დაიდგა, რომელიც 60-ზე მეტი სარკისგანაა აგებული და ნეონის მაგიურ განათებებს ირეკლავს. სკულპტურა, რომელსაც “ალმასი” ჰქვია, გარდა იმისა, რომ ვიზუალურადაც უნიკალურია, სტუმრებს შეუძლიათ, მის შიგნით შევიდნენ და არეკლილ სინათლეებს სხვა რაკურსიდან შეხედონ. “ალმასის” კენწეროზე ვარდისფერი ბაფთაა აღმართული, რომელიც Jimmy Choo-ს, ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის ზამთრის კოლექციით არის შთაგონებული.
ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 23 ნოემბერს ჩატარდა. Jimmy Choo-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, სანდრა ჩოის თქმით, Claridge’s სკულპტურისთვის იდეალური ადგილია, რომლის მაგიური ენერგიაც გადამდებია.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი