Yves Saint Laurent-ის მოდის სახლმა ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით ახალი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანია წარადგინა, რომელშიც ყველასთვის კარგად ცნობილი საკულტო რეჟისორები აბელ ფერარა, დეივიდ კრონენბერგი, ჯიმ ჯარმუში და პედრო ალმოდოვარი მონაწილეობენ. დეივიდ სიმსის მიერ გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებში ენტონი ვაკარელოს მიერ შექმნილი შავი ფერის სამოსი ჩანს, მთელი ეს კამპანია კი, რომელშიც Saint Laurent-ის კლასიკად ქცეული კოლექციაა წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის უნიკალურ და უკვდავ სტილს, ისეთივე უნიკალურს, როგორც ამ რეჟისორების შემოქმედებაა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი