3 იანვარს რეინ ფენიქსის პოდკასტში - LaunchLeft  რუნი მარამ განაცხადა, რომ ის ლუკა გუადანინოს ფილმში ოდრი ჰეპბერნის როლს შეასრულებდა. გუადანინოს ჰეპბერნის ბიოგრაფიულ ფილმზე, რომლის სცენარზეც მაიკ მიტკინი მუშაობს, ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში გავრცელდა, თუმცა რადგან გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, პროექტის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. 


გუადანინოსთვის 2023 წელი დატვირთული აღმოჩნდა. რეჟისორი ჰეპბერნის ფილმზე მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ დაიწყებს. 2023 წელს გუადანინოს Challengers  და Queer გამოვა. რუნი მარას თქმით, გადაღებები გაზაფხულისთვის იგეგმება, ამიტომ ბიოგრაფიულ ფილმს ჰეპბერნზე, დიდ ეკრანზე ალბათ 2024 წლის მეორე ნახევარში ან უფრო გვიან ვიხილავთ.  

ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად ითვლება.1953 წელს მან ფილმი Roman Holiday-ისთვის ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო, რის შემდეგაც ჰეპბერნი ოსკარის კიდევ ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. უცნობია, რამდენად ვრცლად მოიცავს მსახიობის ცხოვრებას გუადანინოს ფილმი, თუმცა დამატებით დეტალებს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში შევიტყობთ. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე