თიბისისა და საქართველოში ყველაზე პოპულარული მულტიკატეგორიული მიტანის სერვისის კომპანიის, გლოვოს პარტნიორობის ფარგლებში სადღესასწაულო კამპანია გრძელდება. თუ ხარ თიბისის მომხმარებელი და ფლობ კონცეპტის სადებეტო ბარათს, შეგიძლია ერთი კალენდრული კვირის განმავლობაში ორჯერ მინიმუმ 40-ლარიანი შეკვეთა განათავსო გლოვოს აპლიკაციაში არსებულ ნებისმიერ ობიექტში და დაიბრუნო 40 ლარი უკან გლოვოს ანგარიშზე. ქეშბექი ანგარიშზე ორშაბათს აისახება. 

 

აჩვენე ახლობლებს რომ მათზე ფიქრობ, გამოიყენე  გლოვოს ობიექტების საახალწლო ფასდაკლებები, განათავსე შეკვეთები აპლიკაციაში თიბისის სადებეტო ბარათით და დამატებით დაიბრუნე თანხა. ურთიერთობებში ინვესტიცია ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა!

 

თიბისისა და გლოვოს სადღესასწაულო კამპანია 2022 წლის ნამდვილად საოცარი დასასრულია. გლოვოსთვის ეს წელი ნამდვილი თავგადასავალი იყო - განხორციელდა უამრავი პროექტი, კომპანია მეტად გაფართოვდა, შეიძინა ახალი ტალანტები. გასული წლის განმავლობაში, გლოვო შეუერთდა მსოფლიოს წამყვან კომპანიას მიტანის სერვისში- Delivery Hero Group, გლოვოს სერვისები ხელმისაწვდომი გახდა ახალ 280 ქალაქში და გაიხსნა 23 ოფისი მსოფლიო მასშტაბით, მომხმარებლებს მიეწოდათ 2 მილიონზე მეტი შეკვეთა, კომპანიამ დაასაქმა 1859 ახალი და დააწინაურა 1368 თანამშრომელი. ასევე, ამუშავდა გლოვოს უახლესი B2B პროექტი - Glovo Local და უკვე 20,000-ზე მეტმა ბიზნესმა გამოიყენა მისი სერვისები. Საქართველოს ფარგლებში კი აღსანიშნავია, გლოვოსა და თიბისის ოფიციალური პარტნიორობის გაფორმება და წლის მიწურულს კულმინაციური სადღესასწაულო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობის შექმნას.

 

 

 

 

Glovo-ს შესახებ: 

 

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!

 

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს.