6 იანვარს Wednesday-ს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ვენსდეი ადამსის თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა და კომპანიამ სერიალის მეორე სეზონი დაამტკიცა. პირველი სეზონის უპრეცედენტო წარმატების შემდეგ, Netflix-ის ახალ ვიდეოში, რომელშიც ლედი გაგას სიმღერის, Bloody Mary-ის ფონზე, ჯენა ორტეგა ვენსდეის ხმით მაყურებელს მადლობას უხდის. მიუხედავად ამისა, მეორე სეზონის გადაღება ჯერაც არ დაწყებულა, ამიტომ ადამსების ოჯახის Netflix-ზე დაბრუნებას 2024 წლამდე სავარაუდოდ, ვერ ვიხილავთ.
Wednesday-მ Stranger things-ის რეკორდი მალევე მოხსნა და Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. TikTok-ზე კი #WednesdayAddams-ს 22 მილიარდი ნახვა აქვს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი