იტალიური მოდის სახლი PRADA 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დევიდ სიმსის გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მინიმალისტურ კომპოზიციებში მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავები და მსახიობები - ვინსენტ კასელი, ჰანტერ შაფერიმ ჯეუნ ჯეონი, ლუი პარტრიჯი და ლეტიტია რაითი გამოჩნდნენ.

 

 

2023 წლის გაზაფხულის კოლექციის კამპანიის კინემატოგრაფიული ხასიათი ჯერ კიდევ წინა სექტემბერს მილანში ჩატარებულ შოუზე გამოჩნდა, როცა PRADA-მ რეჟისორი ნიკოლას ვაინდინ რეფნის პროექტი Touch of Crude - ბრენდისთვის გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ინსტალაცია წარადგინა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე