12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ფოტოგრაფთა გაერთიანება PLATFORMA 7, რაფიელ ერისთავის 14-ში, გამოფენა Patara Photo Fair 2023-ს გამართავს, სადაც ქართველი არტისტების ნამუშევრები იქნება გამოფენილი. მონაწილე არტისტები არიან: გურამ წიბახაშვილი, გიორგი შენგელაია, თინა კიღურაძე, ტბელ აბუსერიძე, თინათინ გოგიტიძე, შაკო დევდარიანი, გელა შეკელაძე, სალომე ბუკია, მარიამ გიუნაშვილი, შარაფ ნაგიევა, მარიამ აბშილავა, თათია ცერცვაძე და გვანცა ცხოვრებაშვილი. 

PLATFORMA 7 გვანცა ცხოვრებაშვილის, თათია ცერცვაძის და მარიამ აბშილავას მიერ დაარსებული ფოტოგრაფთა გაერთიანებაა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, მათ შორის ხელით ბეჭდვის, ე.წ. darkroom-ში ბეჭდვის პოპულარიზაცია. Patara Photo Fair 2023 ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, სადაც სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა მიმართულების ფოტოგრაფების ნამუშევრები იქნება წარდგენილი.

 

Patara Photo Fair 2023  12 იანვარს, 6 საათზე გაიხსნება, ხოლო 13 და 14 იანვარს ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.