11 იანვარს მე-80 ოქროს გლობუსის ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პრესტიჟულ კონკურსს Hollywood Foreign Press ყოველწლიურად მართავს, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან პანდემიის შემდეგ ამდენი მასშტაბური პროექტი პირველად ვიხილეთ.  საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სტივენ სპილბერგის The Fabelmans-მა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო კომედიის ან მიუზიკლის ჯილდო მარტინ მაკდონაჰის The Banshees of Inisherin-მა მიიღო. ოქროს გლობუსზე, ოსკარისგან განსხვავებით, ნომინაციები სერიალებისთვის არის განკუთვნილი. მე-80 ცერემონიაზე საუკეთესო სერიალის კატეგორიაში House of the Dragon-მა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო მუსიკალური ან კომედიური სერიალის კატეგორიის გამარჯვებული Abbott Elementary გახდა. ოქროს გლობუსი მიიღო The White Lotus-ის მეორე სეზონმაც, რომელიც საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ფილმების კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო ოსტინ ბატლერმა ელვისის როლისთვის მიიღო, ხოლო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი კეი ჰუი ქვანს გადაეცა, რომელიც Everything Everywhere All at Once-ში ვეიმონდ ვანგის როლს ასრულებს. საუკეთესო მსახიობი  ქალი ქეით ბლანშეტი გახდა, ხოლო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ანჯელა ბასეტს შეხვდა. 

 

მე-80 ოქროს გლობუსის ნომინაციების და გამარჯვებულების სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

 

საუკეთესო სიმღერა

 

Naatu Naatu - მ.მ კეერავანი, რაჰულ სიპლიგუნჯი, კაალა ბჰაირავა


საუკეთესო მსახიობი კაცი სრულმეტრაჟიან ფილმში

 

ოსტინ ბატლერი - Elvis

 

 

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი

 

The Fabelmans

 

 

საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია

 

The Banshees of Inisherin

 

სესილ ბ. დემილის ჯილდო

 

ედი მერფი

 

 

საუკეთესო მსახიობი  ქალი კომედიაში ან მიუზიკლში

 

მიშელ იეო - Everything Everywhere All at Once

 

 

საუკეთესო სერიალი

 

House of the Dragon

 

ქეროლ ბარნეტის ჯილდო

 

რაიან მერფი

 

 

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

 

Argentina, 1985


საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლში ან კომედიაში

 

კოლინ ფარელი - The Banshees of Inisherin


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი ფილმში

 

ანჯელა ბასსეტი - Black Panther: Wakanda Forever

 


 

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი ფილმში

 

კე ჰუი ქვანი - Everything Everywhere All at Once

 

 

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

 

პინოქიო


საუკეთესო საუნდტრეკი

 

Babylon - ჯასტინ ჰურვიცი

 

 

საუკეთესო მსახიობი ქალი სრულმეტრაჟიან ფილმში

 

ქეით ბლანშეტი - Tar


საუკეთესო რეჟისორი

 

სტივენ სპილბერგი - The Fabelmans


სრულმეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო სცენარი

 

The Banshees of Inisherin - მარტინ მაკდონაჰი


საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში

 

ზენდაია - Euphoria

 

 

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში

 

ქვინტა ბრანსონი - Abbott Elementary


საუკეთესო მუსიკალური ან კომედიური სერიალი

 

Abbott Elementary


საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში

 

ჯერემი ალენ ვაითი - The Bear



საუკეთესო მსახიობი  კაცი სერიალში

 

კევინ კოსნერი - Yellowstone

 

 

საუკეთესო მინისერიალი

 

The White Lotus


საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში 

 

ამანდა საიფრიდი - The Dropout


საუკეთესო  მსახიობი კაცი მინისერიალში

 

ევან პიტერსი - Dahmer - Monster: The Jeffrey Dahmer Story


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში

 

ჯენიფერ ქულიჯი - The White Lotus


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში

 

ტაილერ ჯეიმს უილიამსი - Abbott Elementary


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში

 

პოლ უოლტერ ჰაუსერი - Black Bird


მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ მინისერიალში

 

ჯულია გარნერი - Ozark

 

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე