ახალგაზრდა მსახიობმა ტიმოთი შალამემ კინოინდუსტრიაში მოკლე დროში მოახერხა თავის დამკვიდრება. ბოლო წლების განმავლობაში მსახიობმა არაერთი საინტერესო პერსონაჟის სახე შექმნა. წლევანდელი წელი ტიმოთისთვის განსაკუთრებით დატვირთულია, სულ მალე მსახიობის მონაწილეობით ვეს ანდერსონის ფილმი The French Disapatch გამოვა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ტიმოთი ლეგენდარული მუსიკოსის, ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.
ფილმის სიუჟეტი ბობ დილანის ცხოვრების ადრეული წლებზე მოგვითხრობს. ბიოგრაფიულ ფილმში როკ-ენ-როლის ვარსკვლავობაზე მეოცნებე მუსიკოსის განვლილი გზაა აღწერილი.
ფილმზე სტუდია Searchlight Pictures იმუშავებს, რეჟისორი კი ჯეიმს მენგოლდი იქნება (James Mangold). ფილმის საბოლოო სათაური ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ, როგორც განცხადებაში ამბობენ, ამჟამად მას Going Electrict-ს უწოდებენ.
დაწერე კომენტარი