Louis Vuitton-მა იაიოი კუსამასთან ერთად ახალი კოლექცია გამოუშვა. თანამშრომლობის აღსანიშნავად, კამპანიის ფარგლებში Louis Vuitton-ის მაღაზიების ქსელი იაპონელი არტისტისთვის სახასიათო ფერადი კოპლებით დაიფარა. იაპონიაში ფრანგული მოდის სახლის დროებითი განყოფილება მთლიანად ყვითელი და შავი კოპლებით არის დაფარული, ცენტრში კი კუსამას ქანდაკება დგას. ასეთი ქანდაკება პარიზშიც გამოჩნდა, სადაც გიგანტური კუსამა თითქოს თავის ფერად წერტილებს საცხოვრებელ კორპუსებზე ამაგრებს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თემატურად კამპანიის ყველა ინსტალაცია მსგავსია, ესთეტიკურად ნებისმიერი მათგანი გამოირჩევა, რაც კუსამას “ფერადი კოპლების” სახეს კარგად გადმოსცემს. განსაკუთრებით საინტერესოა Louis Vuitton-ის ინსტალაცია ნიუ-იორკის ფილიალში, სადაც კუსამას იდენტური რობოტი ვიტრინაზე წერტილებს ხატავს. ვიზუალური მსგავსების გარდა, კუსამას “რობოტი”  თვალებსაც ახამხამებს და სახის გამომეტყველებასაც ცვლის. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Sportira Paris