ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, თავისი საყვარელი მინიმუმ ერთი სუნამო მაინც რომ არ ჰქონდეს, რომლებიც, როგორც წესი, ძირითადად მასობრივი წარმოების სილამაზის კომპანიების და მოდის სახლების შექმნილი არომატებია, თუმცა ისინი, ვინც ფართოდ გავრცელებული სუნამოების მიღმა რაღაც ახალს და უნიკალურს ეძებენ, ირჩევენ ნიშ პარფიუმერიას, რომლებიც თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, ექსკლუზიურია და უნიკალური სურნელი აქვთ და რომლებსაც მაღაზიებში მასობრივი წარმოების სუნამოების გვერდით, როგორც წესი, ვერ შევხვდებით. ბევრ სხვა უკვე კარგად ნაცნობ მიზეზთან ერთად  Veli.Store  გამორჩეულია იმითაც, რომ აქ ერთ სივრცეში არაერთი ბრენდის ნიშ პარფიუმერიას შევხვდებით, რომელთაგანაც ზოგიერთი, მათ შორის ბევრისთვის საყვარელი Byredo ექსკლუზიურად მხოლოდ აქ იყიდება.

Byredo – Super Cedar

სტოკჰოლმში 2006 წელს მხატვარ ბენ გორჰემის მიერ დაარსებული ნიშ პარფიუმერიის ბრენდი Byredo სრულიად ახალი და არატრადიციულ მიდგომებზე დაფუძნებული კომპანიის მაგალითია, რომელიც შთაგონებას როგორც ტრადიციებისგან, ისე თანამედროვე კულტურისგან, პოპარტისგან თუ სიურრეალიზმისგან იღებს. Byredo-ს კოლექციაში ყვავილოვანი არომატებიდან დაწყებულ, პიკანტურ და ე.წ. woody სურნელით დამთავრებულ ყველანაირ სუნამოს შეხვდებით. როგორც წესი, მომხმარებლები ამ ბრენდს Gypsy Water-ით იცნობენ, თუმცა ამ სიაში გვინდა Super Cedar გაგაცნოთ - ვარდის, კედარის და ვეტივერის სურნელით გაჯერებული არომატი, რომელიც თავისი მისტიკურობით სითბოს, სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სიძლიერეს აერთიანებს.  

Juliette Has a gun – Not a Perfume

ერთადერთი პარფიუმი, რომელიც თავადვე გეუბნება, რომ (მხოლოდ) პარფიუმი არ არის. 2010 წლის სექტემბერში გამოშვებული ეს სუნამოა, რომელიც მუშკის, ამბრის და ხის ნოტებს აერთიანებს მათთვის, ვისაც თანამედროვეობა, მინიმალიზმი და მაცდური სტილი იზიდავს.


Diptyque Tam Dao edt 100 ml

1961 წელს სამი მეგობრის - მხატვარ დესმონ ნოქს-ლეტის, დიზაინერ ინ ქუსლანრის და არქიტექტორ კრისტიან გატროტის მიერ დაარსებული ბრენდი, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ქსოვილებს ქმნიდა, 1963 წლიდან აწარმოებს სურნელოვან სანთლებს, 1968 წელს კი ბრენდმა თავისი პირველი სუნამო წარმოადგინა. “დიფტიქის” კოლექციიდან ჩვენ Tam Dao-ს სურნელი შევარჩიეთ, სანდალოზის ხის, კვიპაროსის და კედრის არომატების იდეალური ნაზავი, რომელიც როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება.

Histoires de Parfums 7753

სუნამო, რომლის სახელი კონცეპტუალურად ხელოვნებას უკავშირდება, 77x53  მონა ლიზას ნახატის ზომებია - შესაბამისად, ტუბეროზის, ვეტივერიის, სუროს და სანდალოზის ხის არომატების ეს ნაზავი სუნამოს ფლაკონში გადმოტანილი მონა ლიზას ღიმილის იდუმალებაა.

Carner Barcelona Bo-bo

ცოცხალი და სადღესასწაულო - ასე ხასიათდება Carner Barcelona-ს ეს ციტრუსოვანი არომატი, რომლის სახელიც უძველესი ფოლკლორულ ცეკვას - Bo-bo-ს გამოხატავს, თანამედროვე ცხოვრებაში კი სადღესასწაულო განწყობასთან ერთად ხმელთაშუა ზღვის ხასიათსაც გადმოგცემს.

Laboratorio Olfattivo Nerotic

იტალიური ბრენდი, რომლის პირველი მაღაზიაც 2015 წელს ტურინში გაიხსნა, გარდა სუნამოებისა, თავის მოვლის სხვა საშუალებებს, მათ შორის ლოსიონებს, შხაპ-გელებსა და საპნებსაც გვთავაზობს. თუმცა ბრენდი განსაკუთრებულად ცნობილი მაინც ნიშპარფიუმითაა, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეულია უნისექს სუნამო - შავი ფერის ფლაკონში მოთავსებული Nerotic, ხის არომატის მქონე სურნელი, რომელსაც ბერგამოტის, გრეიპფრუტისა და ტყავის სურნელიც იდეალურად ერწყმის.

MAP OF THE HEART V.7 White Heart – The Heart Of Love

პარფიუმერ ჟაკ ჰულკერმისა და ნისრინ გრილიეს მიერ შექმნილი Map Of the heart-ის ეს სუნამოები, რომლებიც თავისუფლებას, სიბნელეს, ვნებას, მშვიდობას, ვაჟკაცობას, ეიფორიას და სიყვარულს გამოხატავს, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ორიგინალური გულის ფორმის შეფუთვით გამოირჩევა. სიყვარულის გული კი, რომელსაც ამ სიიდან გირჩევთ, განსხვავებულია თავისი ლავანდის, კარდამონისა და ვეტივერიის უნიკალური სურნელითაც.

Goti Gray

Goti-ის ეს ორიგინალური დიზაინის ფლაკონში მოთავსებული ხილის არომატი ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ერთნაირად საინტერესო სურნელი იქნება, რადგანაც ევკალიპტის, მაყვლისა და მირტის მიქსი იდეალური კომბინაციაა მათთვის, ვისაც ყვავილებისა და კენკრის სურნელი იზიდავს.

BDK Rouge Smoking

2018 წელს Amelie Bourgeois-ის მიერ შექმნილი სურნელი გამორჩეულია თავისი ელეგანტურობით და სენსუალურობით, ვანილის, მუშკის, ალუბლისა და ტონკას ლობიოს არომატების ეს მიქსი საინტერესო იქნება როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

The Different Company Pure Eve

The Different Company-ის სუნამოები თავისი სახელიდან გამომდინარეც გვიკარნახებს, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ სურნელებს გვთავაზობს, Pure Eve კი, რომლის მთავარი ნოტები ნუში, ქარვა და ვარდია, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ყვავილოვანი არომატისაა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი