საუკეთესო გადაწყვეტილება რაც ალბათ ზამთრის არდადეგებზე შეიძლება მიიღო, დასვენების დღეების სათხილამურო კურორტებზე გატარებაა, თოვლიანი ხედებით ტკბობა, თხილამურებით სრიალი და სუფთა ჰაერზე სეირნობა კი ზამთრის ამ ცივ დღეებში ცხელი სასმლის თანხლებით, დაგვეთანხმებით, რომ კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.
მათთვის, ვინც ამ თოვლიან დღეებს მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში ბაკურიანში ატარებს, სასიამოვნო სიახლე გვაქვს: „მეამა ქოლექთმა“, რომელიც უკვე 2 წელია მრავალფეროვანი არომატის ყავისა და ჩაის კაფსულებით მომზადებულ სხვადასხვა სახეობის სასმელს გვთავაზობს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის შემდეგ, ახლა უკვე ბაკურიანშიც ე.წ. 25-იანების მიმდებარედ ახალი კონცეფციის ობიექტი გახსნა, სადაც სათხილამურო კურორტზე ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ “მეამა ქოლექთის” განსხვავებული და განსაკუთრებული გემოს ყავისა და ჩაის სასმელები დააგემოვნონ.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში გახსნილი ახალი „მეამა ქოლექთის“ დიზაინი, ერთი მხრივ, სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია აქამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული “მეამა ქოლექთის” სხვა ობიექტებისგან, მეორე მხრივ კი, არქიტექტორ გიორგი ხმალაძის დიზაინით შექმნილი კონტეინერის კონცეფციაა, რომელიც მნახველში კომპაქტურობის და სიმყუდროვის განცდას ტოვებს, სრულიად შეესაბამება ზამთრის ბაკურიანის არსებულ გარემოს.
“მეამა ქოლექთის” ბაკურიანის ობიექტში, უკვე კარგად ნაცნობ სასმელებთან ერთად, სტუმრები ყოველდღე, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, განახლებული მენიუს - 5 სხვადასხვა სახეობის სენდვიჩის და ახალი სეზონური ცხელი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. გარდა ამისა, ისევე, როგორც “მეამა ქოლექთის” ყველა სხვა ფილიალში, “მეამას” ყავისა და ჩაის კაფსულების შეძენა აქაც იქნება შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი