სტუდია A24 არი ასტერის ჰორორკომედიის Beau is afraid პირველ ტრეილერს აქვეყნებს. ფილმში, რომელსაც თავდაპირველად Disappointment boulevard ერქვა, მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ Beau is afraid ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო.

 

 

როგორც ჩანს, საბოლოოდ ხოაკინ ფენიქსის სიურრეალისტურ თავგადასავლებს კინოთეატრებში ამ წლის აპრილს ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრეილერი წარმოდგენას გვიქმნის, დაახლოებით რას უნდა ველოდეთ, Midsommar-ის და Hereditary-ის რეჟისორის “ეპიკური თავგადასავლის” ისტორია ბევრ საიდუმლოს ინახავს. 

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე