მაილი საირუსი ალბომიდან - Endless Summer Vacation, რომელიც 10 მარტს გამოდის, სიმღერას და მის მუსიკალურ კლიპს - Flowers-ს აქვეყნებს. კლიპის რეჟისორი ჯეიკობ ბიქენმანია, ქორეოგრაფიაზე კი სტეფენ გალოვეი მუშაობდა. მუსიკალურ ვიდეოში, რომელიც ლოს-ანჯელესშია გადაღებული, საირუსს Yves Saint Laurent’s-ის 1991/92 წლის კოლექციის კაბა აცვია. 

 

Endless Summer Vacation საირუსის მერვე ალბომია. მუსიკოსის ბოლო პროექტი Plastic Hearts იყო, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. თითქმის 3-წლიანი პაუზის შემდეგ, Flowers მაილი საირუსის პირველი სინგლია.

 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე